|
2026-07-09 15:05:41, 1315 ნახვა
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვაში რუსულ ტანკერებს დაარტყეს. გენერალური შტაბის თანახმად, 9 ივლისის ღამეს ქვეყნის თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვაში 12 ნავთობტანკერი დააზიანეს. ჯამში კი, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 4 დღის განმავლობაში აზოვისა და შავ ზღვებში დარტყმები 35 რუსულ გემზე განხორციელდა. ამასთან, უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ 9 ივლისის ღამეს დარტყმები განხორციელდა საბუქსირო და სატვირთო გემებზე. გარდა ამისა, შეტევა განხორციელდა, მათ შორის, ტანკერებზე Chelsea-6, Aura, Ilya Repin, Venus III, Sanar I და Penelope. განცხადებიდან ირკვევა, რომ ზოგიერთ გემზე დარტყმა განმეორებით განხორციელდა - ისინი უკვე იყვნენ ნახსენები 7 ივლისის ღამის შეტევის დროს დაზიანებულ გემებს შორის. უკრაინის გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ ტანკერებზე განხორციელებული შეტევის შედეგად მიყენებული ზარალის მასშტაბები ჯერ კიდევ ზუსტდება. „დაზიანებული გემები გამოიყენებოდა, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის სამხედრო დაჯგუფებების საწვავ-საპოხი მასალებით მომარაგებისთვის, ასევე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით გადასაზიდად. ისინი უზრუნველყოფენ ენერგომატარებლების ექსპორტს, რაც უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი წყაროა", - ნათქვამია უკრაინის სამხედრო უწყების განცხადებაში. ამასთან, 8-9 ივლისს უკრაინამ კვლავ მიიტანა დრონებით იერიში რუსულ ობიექტებზე - დაზიანებულია ნავთობტერმინალი, ნავთობსაცავი და საბრძოლო მასალის საწყობი. მიტანილ იერიშებს რუსეთში ხანძარი მოჰყვა. უკრაინული მედიის ცნობით, სტავროპოლში დაბომბილი ობიექტი „ლუკოილს“ ეკუთვნის, რომელიც ნავთობპროდუქტების შესანახი იყო და აქედანვე მარაგდებოდა ცენტრალური და სამხრეთ რუსეთის ბენზინგასამართი სადგურები. იერიშები ასევე მიიტანეს ქალაქ ბატაისკში მდებარე ნავთობტერმინალზე, რასაც ასევე ხანძარი მოჰყვა. ეს ობიექტი საწვავით ამარაგებდა სამხრეთში განლაგებულ სამხედრო ობიექტებს. უკრაინულმა ძალებმა ასევე დაბომბეს ოკუპირებულ ლუჰანსკის ოლქში, სოროკინეს რაიონში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობიც.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)