|
2026-07-09 11:39:13, 251 ნახვა
საზოგადოება
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
PSP, როგორც K-Beauty-ის მთავარი ადგილი საქართველოში, აგრძელებს მსოფლიოში პოპულარული ბრენდების ქართველი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდას. კორეული კანის მოვლის პრემიუმ ბრენდი Manyo მსოფლიოში ცნობილია Clean Beauty-ის ფილოსოფიით. Manyo-ის ერთ-ერთი მთავარი გამორჩეულობა სწორედ ინგრედიენტებზე დაფუძნებული მიდგომა და ფერმენტაციის ტექნოლოგიაა, რომელიც აქტიურ ნივთიერებებს უფრო ეფექტურსა და კანისთვის ადვილად ათვისებადს ხდის. K-Beauty ბოლო წლებში მსოფლიო კანის მოვლის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მიმართულებად ჩამოყალიბდა. ამ ფილოსოფიის მთავარი პრინციპი არა სწრაფი ვიზუალური შედეგი, არამედ კანის ჯანმრთელობაზე დაფუძნებული, თანმიმდევრული ყოველდღიური მოვლაა. სწორედ ამ მიდგომას იზიარებს Manyo, რომლის კონცეფციაც ეფუძნება იდეას, რომ ლამაზი კანი ჯანმრთელი კანიდან იწყება. ბრენდი ქმნის ფორმულებს, რომლებიც აერთიანებს ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებს, ფერმენტირებულ აქტიურ კომპონენტებსა და თანამედროვე დერმატოლოგიური კვლევების შედეგებს. პროდუქციის მთავარი მიზანია კანის ბუნებრივი ბარიერის გაძლიერება, მიკრობიომის მხარდაჭერა, ინტენსიური დატენიანება და კანის ბუნებრივი ბზინვარების შენარჩუნება. ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხაზი Pure Cleansing Oil - ღრმა გამწმენდი ზეთი, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად კორეულ გამწმენდ პროდუქტად მიიჩნევა. გარდა ამისა, ქართველი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია Bifida Biome-ის ხაზი, რომელიც კანის ბარიერის აღდგენასა და მგრძნობიარე კანის მოვლაზეა ორიენტირებული, Galactomy - კანის ტონის გათანაბრებისა და ბუნებრივი ბზინვარებისთვის, ხოლო Glutathione - პიგმენტური ლაქებისა და არათანაბარი ტონის მოვლისთვის. Manyo-ს სლოგანი - Everyday Magic for Your Skin (ყოველდღიური მაგია შენი კანისთვის), გამოხატავს ბრენდის ფილოსოფიას, რომლის მიხედვითაც ჯანსაღი, ძლიერი და ბუნებრივად ბზინვარე კანი ყოველდღიური, სწორად შერჩეული მოვლის შედეგია.
Bottom of Form „PSP ქართველი მომხმარებლისთვის ჩამოყალიბდა მსოფლიოს მოთხოვნადი ბრენდების ერთიან სივრცედ. ამისთვის, მუდმივად ვაფართოებთ კანის მოვლის ბრენდების პორტფელს, მათ შორის K-Beauty. Manyo-ს დამატება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რადგან მისი ფილოსოფია სრულად ემთხვევა თანამედროვე კანის მოვლის ტენდენციებს - ჯანმრთელი კანი, ეფექტური ინგრედიენტები და გრძელვადიანი შედეგი, ვფიქრობთ, ჩვენი მომხმარებლისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება. უახლოეს მომავალში, კიდევ არაერთ საინტერესო ბრენდსა და სიახლეს შევთავაზებთ ქართველ მომხმარებელს” - აცხადებენ PSP-ში.
გამოკითხვები საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ლე პენის გამარჯვებას პროგნოზირებენ
Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
აშშ-ირანის სამხედრო ესკალაცია: ჰორმუზის სრუტის კრიზისი და ირანული სამიზნეების დაბომბვა
ერთ-ერთ მედიკამენტზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა – დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)