|
2026-07-08 15:13:33, 2197 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
თიბისი აგრძელებს ახალი თაობის ტექტალანტების მხარდაჭერას. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად, ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში მომზადებული საქართველოს ნაკრები წელს ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ მე-10 ოლიმპიადაზე (EJOI 2026) იასპარეზებს. EJOI ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო შეჯიბრია 16 წლამდე ასაკის პროგრამისტებისთვის, სადაც ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდა მონაწილეები ეჯიბრებიან. ოლიმპიადა 24-30 ივლისს ლიეტუვის ქალაქ კაუნასში გაიმართება და მასში საქართველოს ნაკრებთან ერთად 24 ქვეყნის ახალგაზრდა ტალანტები იასპარეზებენ. საქართველოს სახელით ოლიმპიადაზე ოთხი ახალგაზრდა პროგრამისტი იასპარეზებს:
მათ საერთაშორისო ასპარეზზე მონაწილეობის უფლება ჰაბის ფარგლებში ჩატარებულ საკვალიფიკაციო და შესარჩევ ტურებზე ნაჩვენები შედეგების საფუძველზე, მაღალი კონკურენციის პირობებში მოიპოვეს. ყველა ეტაპზე მათ მენტორობას ნაკრების ლიდერი, გიორგი მანდარია და თანალიდერი, ბაქარ გამეზარდაშვილი უწევენ. ოლიმპიადის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების წევრებმა სპეციალური ინტენსიური მოსამზადებელი პროგრამა გაიარეს, რომლის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რთული ალგორითმული ამოცანების ამოხსნასა და სპორტულ პროგრამირებას, რათა საერთაშორისო კონკურენციისთვის მაქსიმალურად მზადყოფნაში შეხვდნენ. თიბისი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში სისტემურად უჭერენ მხარს საქართველოში STEM განათლების განვითარებას, ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენასა და მათ საერთაშორისო ასპარეზზე წარდგენას. ჰაბი მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით მოტივირებული მოსწავლეების გამოვლენას, მათი ცოდნის გაღრმავებასა და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მომზადებას. თიბისისთვის განათლებისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, ბრენდი განაგრძობს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ახალგაზრდებს საერთაშორისო შესაძლებლობებს უხსნის და მათ პროფესიულ განვითარებას უწყობს ხელს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)