|
2026-07-08 12:52:54, 2405 ნახვა
საზოგადოება
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
11 ივლისს, თბილისში, უკრაინაში დაღუპული ქართველი მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება. მონაწილეები დედაქალაქის მთავარ საკონცერტო დარბაზში, ფილარმონიაში შეიკრიბებიან. განცხადებაში ნათქვამია, რომ ორ საუკუნეზე მეტია, ქართველი ხალხი რუსული იმპერიალიზმისა და ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძვის და ისტორიის სხვადასხვა პერიოდში სხვა ხალხებმა, მათ შორის უკრაინელებმა, მსგავსი გზა გაიარეს თავისუფლებისკენ სწრაფვაში. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დღეს უკრაინა მშვიდობისთვის იბრძვის და საერთო მტრისგან თავის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს იცავს. ამ ბრძოლაში, მათი თქმით, საქართველოს მოქალაქეებიც მონაწილეობენ, რომლებიც, მათი სიტყვებით, „უკრაინაში საქართველოსთვის იბრძვიან“. „ქართველები ღირსეულ წვლილს შეაქვთ ამ ბრძოლაში. ისინი უკრაინაში იბრძვიან საქართველოსთვის. ამ ომში 120-ზე მეტმა ქართველმა გმირმა გასწირა სიცოცხლე. მათი თავდადება და გამბედაობა განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს საქართველოსა და უკრაინის ისტორიაში. მსვლელობა, რომელიც შაბათს, 11 ივლისს გაიმართება, მათ ხსოვნას ეძღვნება. მათი გმირობა გვაძლევს ძალას, უარი ვთქვათ ოკუპაციაზე და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მშვიდობა და მომავალი. 11 ივლისი, შაბათი, 19:00 საათი. ფილარმონიიდან პარლამენტამდე. დიდება გმირებს! დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!“, - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
AI-95 ბენზინი რუსული ბენზინგასამართი სადგურების 80%-დან გაქრა
ფონდი „ქართუ“ 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
წლის დასაწყისიდან მეორედ, შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა გაეროში რუსეთის დაგმობაზე უკრაინაზე დარტყმების გამო
რუსი მოციგურავეების წყვილი საქართველოს სახელით იასპარეზებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
რუსეთმა მოლდოვასთან სასაზღვრო კიდევ ერთ პუნქტი დაბომბა
უკრაინამ, შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ერთად, რუსეთთან ომის დასრულების ახალი გეგმა შეიმუშავა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)