|
2026-06-24 11:24:25, 1781 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
19, 20, 21 ივნისს, თბილისმა, უკვე მეორედ უმასპინძლა რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას - Global Tech Weekend Tbilisi 2026 და რეგიონის ტექნოლოგიური ეკოსისტემა კიდევ ერთხელ გააერთიანა. სამი დღის განმავლობაში, საქართველოს დედაქალაქი კავკასიისა და ცენტრალური აზიის ტექნოლოგიური ეკოსისტემების შეხვედრის ადგილად იქცა, სადაც თავი მოიყარეს ინოვაციების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროს ლიდერებმა, ინვესტორებმა, მეწარმეებმა და პროფესიონალებმა. თიბისი, როგორც ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, GTWT-ის მთავარი მხარდამჭერია. ღონისძიებაზე თიბისის ტექ.გუნდის წარმომადგენლებმა დამსწრე აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს იმის შესახებ, თუ როგორ სჯერათ და ქმნიან ინოვაციას თიბისი ტექში. ღონისძიებაზე, არჩილ ვარდიძემ (თიბისის დიზაინის მთავარმა ოფიცერმა), გიორგი კინწურაშვილმა (ეკოსისტემის ინოვაციების ლიდერმა), გუგა ბურდულმა (ციფრული ანალიტიკის ლიდერმა), ალექსანდრე შაფათავამ (ეჯაილ ქოუჩმა) სხვადასხვა სცენიდან ისაუბრეს ინოვაციების მართვაზე, დიზაინის გავლენაზე ბიზნესზე, ასევე, მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც თიბისი პარტნიორი კომპანიებისთვის ქმნის. 20 ივნისს, GTWT-ის მთავარი კონფერენცია Factory Tbilisi-ში გაიმართა. დამსწრეებმა მოისმინეს დისკუსიები ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, ფინტექის, Web3-ის, დიზაინის, პროდუქტის განვითარების, გეიმინგის, ურბანული ინოვაციებისა და სხვა აქტუალური თემების შესახებ. სპიკერებს შორის იყვნენ ისეთი საერთაშორისო ბრენდებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორებიცაა: Google, Apple, Revolut, Nike და Fuckup Nights და სხვა.
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)