|
2026-06-20 09:39:19, 322 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის დაზვერვამ ტრამპი გააფრთხილა, რომ ისრაელს შეუძლია ირანთან სამშვიდობო შეთანხმების ჩაშლა
ამერიკული სადაზვერვო სააგენტოები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აფრთხილებენ, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, სავარაუდოდ, გადადგამს ნაბიჯებს, რამაც შეიძლება ძირი გამოუთხაროს ტრამპის მცდელობებს ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიმართულებით, იტყობინება The Washington Post, ამერიკელი ამჟამინდელი და ყოფილი ოფიციალური პირების დაყრდნობით. დაზვერვის ცნობით, ნეთანიაჰუ, შემოდგომის არჩევნების წინ ინტენსიური პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ, აპირებს გააგრძელოს სამხედრო ოპერაციები ჰეზბოლას წინააღმდეგ ლიბანში - რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ახლახან ხელმოწერილი მემორანდუმის მთავარ პუნქტს, რომელიც ამ ქვეყანაში საომარი მოქმედებების შეწყვეტას მოითხოვს. დაზვერვის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ნეთანიაჰუს პოლიტიკური გადარჩენა დამოკიდებულია იმაზე, თუ რას აჩვენებს ის ისრაელის აუდიტორიისთვის. დოკუმენტის შესახებ ინფორმირებული ერთ-ერთი ჩინოვნიკის თქმით, „საომარი მოქმედებების ნებისმიერი შეწყვეტა ან ჯარების გაყვანა ისრაელში ნეთანიაჰუს დამარცხებად აღიქმება“. დაზვერვა ასევე აღწერს ისრაელის უკმაყოფილებას მემორანდუმის პირობებით, რაც თელ-ავივის აზრით, ძირს უთხრის თეირანზე მაქსიმალური ზეწოლის სტრატეგიას. მოკავშირეებს შორის დაძაბულობა უკვე საჯაროდ ვლინდება. ოთხშაბათს, 17 ივნისს, ტრამპმა განაცხადა, რომ მას „მცირე დავა ჰქონდა ნეთანიაჰუსთან ლიბანის საკითხზე“ და მოუწოდა ისრაელის ლიდერს, არ „დაანგრიოს შენობები ყოველ ჯერზე, როცა ჰეზბოლას წარმომადგენელი შემოვა“. თეთრმა სახლმა უკვე ნათლად განაცხადა, რომ საბოტაჟს არ მოითმენს. ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა ერთი დღით ადრე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპი „მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფოს მეთაურია, რომელიც ისრაელს თანაუგრძნობს“, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის პრეზიდენტი „ზესახელმწიფოს მეთაურია“. „მე რომ ისრაელის მთავრობაში ვყოფილიყავი, არ დავესხმებოდი ერთადერთ ძლიერ მოკავშირეს, რომელიც დამრჩა“, - აღნიშნა ვენსმა. „ბიბი (ბენჯამინ ნეთანიაჰუ - TMT) ძალიან რთულ სიტუაციაშია. ის ხედავს, რომ მისი მთავარი მეტოქე, ირანის რეჟიმი, ძლიერდება აშშ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერით და მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია“, - აღნიშნა დენი ციტრინოვიჩმა, ისრაელის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა ანალიტიკოსმა. თავის მხრივ, აშშ-ის ოფიციალურმა პირმა გააფრთხილა, რომ „ისრაელის სრული გასვლის გარეშე, [ისრაელის სამხედროებს] და ჰეზბოლას შორის ბრძოლის განახლების ალბათობა პრაქტიკულად გარანტირებულია“. ჰარისონ მანმა, აშშ-ის არმიის ყოფილმა ოფიცერმა და თავდაცვის დაზვერვის სააგენტოს ანალიტიკოსმა, ჩამოთვალა ვაშინგტონს ისრაელზე ზეწოლის ინსტრუმენტები: აშშ-ს შეუძლია შეწყვიტოს საბრძოლო მასალისა და თვითმფრინავის საწვავის მიწოდება, გაყინოს დაზვერვის გაზიარება ან გაიყვანოს აშშ-ის ჯარები, რომლებიც ისრაელის საჰაერო სივრცეს იცავენ. თუმცა, როგორც კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის უფროსმა მკვლევარმა, აარონ დევიდ მილერმა აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტებს არასდროს გამოუყენებიათ ეს ბერკეტები.
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ზელენსკის მიერ ორდენის ჩამორთმევის გამო, სიბიჰა პოლონეთს სახელმწიფო ჯილდოს დაუბრუნებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)