21:28 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 18:44:23, 873 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს ამერიკის ეროვნული ომის კოლეჯის დელეგაცია ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამერიკის ეროვნული ომის კოლეჯის დელეგაცია ესტუმრა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოში ამერიკული საზღვაო ქვეითი ძალების ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი უილიამ კონერიც დაესწრო.

ეროვნული ომის კოლეჯის ინსტრუქტორებმა და კურსანტებმა საქართველოს უსაფრთხოების სტრატეგიისა და ქვეყნის რეგიონული უსაფრთხოების გარემოს შესახებ ინფორმაცია მიიღეს. პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ სტუმრებს უწყებაში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო. საუბრის მთავარი თემები აშშ-საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობა იყო. ქართულმა და ამერიკულმა მხარეებმა ამერიკის ეროვნული ომის კოლეჯთან თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე დეტალური პასუხები მიიღეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics