|
2026-06-11 16:36:21, 2947 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, ვორკშოპი - „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა. მას სალომე არღვლიანი, საკონსულტაციო კომპანია EVA-ს დამფუძნებელი უძღვებოდა. შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს აერთიანებდა და მიზნად ისახავდა იმ გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვას, რომლებიც ბიზნესის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ჩნდება. ვორკშოპის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა ლიდერობის, მმართველობითი უნარებისა და ორგანიზაციული განვითარების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა ბიზნესის განვითარების 5 კრიტიკული საფეხური და თითოეული ეტაპისთვის დამახასიათებელი ძირითადი გამოწვევები განიხილეს. ვორკშოპზე ასევე ისაუბრეს ლიდერის როლზე კომპანიის ზრდის სხვადასხვა ფაზაში, ლიდერობის ინდივიდუალური მოდელის აღმოჩენისა და განვითარების შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე მეთოდებსა და ინსტრუმენტებს, რომლებიც თანამშრომელთა ლოიალობის, ჩართულობისა და ნდობის გაძლიერებას უწყობს ხელს. ბიზნეს 360˚ საქართველოს ბანკის პლატფორმაა, რომელიც ბიზნესს ერთ სივრცეში სთავაზობს განვითარებისთვის საჭირო შესაძლებლობებს. პლატფორმა აერთიანებს საგანმანათლებლო რესურსებს, მათ შორის ბიზნესკურსებს, სექტორულ კვლევებსა და შეთავაზებებს, ასევე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს - ფინანსურ, ტექნოლოგიურ და სხვა თემატურ შეხვედრებს, რომლებიც მეწარმეებს ცოდნის გაღრმავებასა და ბიზნესის ზრდაში ეხმარება.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)