16:30 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-03 22:22:46, 5229 ნახვა

სამართალი
კაცს, რომელიც არასრულწლოვან გერს აუპატიურებდა, სააპელაციომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებასა და სხვა არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ხასიათის და გარყვნილ ქმედებაში მსჯავრდებულა უვადო პატიმრობა მიუსაჯა. კაცისთვის აქამდე თბილისის საქალაქო სასამართლოს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. ის ასევე მსჯავრდებულია პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებასა და შენახვაში, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შენახვაში, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე დაყოლიებასა და არასრულწლოვნის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში.

"გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული ასაკის გამო უმწეო მდგომარეობაში მყოფ არასრულწლოვან გერს სისტემატურად აუპატიურებდა, აყენებდა მას პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში. ასევე მის მიმართ ჩაიდინა გარყვნილი ქმედება.

ბრალდებულმა დაზარალებული დაიყოლია ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე და სისტემატურად აწევინებდა ნარკოტიკულ საშუალება "მარიხუანას“. მოიპოვა მისი გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეომასალა, რომლსაც მობილურ ტელეფონში ინახავდა.

გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ბრალდებულმა სხვა არასრულწლოვანი დაზარალებულის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა, ხოლო მესამე არასრულწლოვნის მიმართ ჩაიდინა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 18 ოქტომბერს დააკავეს.  თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც ბრალდების მხარემ სასჯელის დამძიმების მოთხოვნით გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" - აცხადებს პროკურატურა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics