18:42 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-29 12:58:13, 255 ნახვა

კალასი: მოსკოვს არ უნდა მიეცეს ევროპის საჰაერო სივრცის დაუსჯელად დარღვევის უფლება

რუსული დრონის გალაცში, საცხოვრებელ ბინებზე ჩამოვარდნა რუმინეთის სუვერენიტეტისა და ევროპის საჰაერო სივრცის აშკარა და სერიოზული დარღვევა იყო, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი ინფორმაციით, დღეს დილით რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ოანა ცოიუს ესაუბრა, რათა რუმინეთის მიმართ ევროკავშირის სრული სოლიდარობა გამოეხატა.

„რუსეთმა დიდი ხანია შეწყვიტა საზღვრების პატივისცემა. მოსკოვს არ უნდა მიეცეს ევროპის საჰაერო სივრცის დაუსჯელად დარღვევის უფლება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გუშინ პირობა დადეს, რომ გააძლიერებენ ზეწოლას რუსეთზე, გაზრდიან მხარდაჭერას უკრაინის მიმართ და ინვესტიციას ჩადებენ ევროპის თავდაცვის მზადყოფნაში“, - წერს კალასი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუმინეთმა რუსეთის გენერალური კონსული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
რუსეთის საგარეო - სოხუმი და ცხინვალი კვლავ რუსეთის უახლოეს მოკავშირეებად რჩებიან სამხრეთ კავკასიაში
მარია ზახაროვა: საქართველომ მრავალვექტორიანი პოლიტიკა აირჩია
მოქალაქეზე ძალადობისთვის დაკავებულ 6-ვე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics