18:42 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-29 12:41:49, 264 ნახვა

მსოფლიო
ფონ დერ ლაიენი: კიდევ უფრო გავაძლიერებთ რუსეთზე ზეწოლას, ვამზადებთ სანქციების 21-ე პაკეტს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის მიერ რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებს. მისივე თქმით, ამზადებენ სანქციების 21-ე პაკეტს. 

"რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი ზღვარი გადაკვეთა. რუსული დრონის შეჭრამ რუმინეთში, მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე, მშვიდობიანი მოსახლეობა დააზარალა.. ევროკავშირის ტერიტორიაზე. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთსა და მის ხალხს. სანამ ვაგრძელებთ ჩვენი უსაფრთხოებისა და შეკავების გაძლიერებას, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საზღვარზე, რუსეთზე ზეწოლას კიდევ უფრო გავაძლიერებთ. ჩვენ ვამზადებთ სანქციების 21-ე პაკეტს", - წერს ის X-ზე.

***

რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში რუსული დრონი 10-სართულიან კორპუსს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა და ორი ადამიანი დაშავდა.

ბუქარესტი ადასტურებს, რომ დრონი რუსეთს ეკუთვნოდა. 

მედია წერს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსულმა დრონმა რუმინეთის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე დაზიანებები გამოიწვია.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საფრენი აპარატი მათ საჰაერო სივრცეში უკრაინის ოდესის ოლქზე მასირებული თავდასხმის დროს შეიჭრა. გალატი სწორედ უკრაინის საზღვართან მდებარეობს. 

ბუქარესტმა მომხდარს რუსეთის მხრიდან სერიოზული და უპასუხისმგებლო ესკალაცია უწოდა. რუმინეთის საგარეო უწყებამ უკვე აცნობა ინციდენტის შესახებ NATO-ს გენერალურ მდივანს და მოკავშირეებისგან ანტიდრონული სისტემების გადაცემის დაჩქარება მოითხოვა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუმინეთმა რუსეთის გენერალური კონსული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
რუსეთის საგარეო - სოხუმი და ცხინვალი კვლავ რუსეთის უახლოეს მოკავშირეებად რჩებიან სამხრეთ კავკასიაში
მარია ზახაროვა: საქართველომ მრავალვექტორიანი პოლიტიკა აირჩია
მოქალაქეზე ძალადობისთვის დაკავებულ 6-ვე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics