|
2016-04-04 09:50:51, 447 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ნატოსთან დაახლოების კუთხით, ვარშავის სამიტზე საქართველო მნიშვნელოვან პროგრესს ელოდება
საქართველოში ნატო-ს კვირეული დაიწყო. კვირეული სახალხო დიპლომატიის ფორუმით გაიხსნა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში პირველად ტარდება. პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კვირეულის გახსნაზე განაცხადა, რომ საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან კავშირების გამყარებას და ასრულებს მნიშვნელოვან ვალდებულებებს იმით, რომ მონაწილეობს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებსა და ნატოს მისიებში. "მივესალმები ნატო-საქართველოს კვირეულის მონაწილეებს.წელს თბილისი პირველად მასპინძლობს ნატოს სახალხო დიპლომატიის ფორუმს, რომლითაც იწყება 2016 წლის ნატოს კვირეული საქართველოში. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მტკიცედ და თანამიმდევრულად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და გვერდში გვიდგას ევროკავშირსა და ალიანსში გაწევრიანების გზაზე. ჩვენი მხრივ, ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ალიანსში ინტეგრაციის პროცესის პოზიტიური დინამიკა და ნატო–საქართველოს ურთიერთობები გავხადოთ შინაარსობრივად კიდევ უფრო დატვირთული. საქართველოს აქვს პროგრესი და ხელშესახები შედეგები ამ მიმართულებით. საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან კავშირების გამყარებას და ასრულებს მნიშვნელოვან ვალდებულებებს იმით, რომ მონაწილეობს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებსა და ნატოს მისიებში",- აღნიშნა პრემიერმა. მისივე თქმით, ნატოსთან დაახლოების მიმართულებით, ვარშავის სამიტზე საქართველო ელოდება მნიშვნელოვან პროგრესს როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული შედეგების კუთხით. "იმედი მაქვს, რომ ნატოს ვარშავის სამიტის ფარგლებში საქართველო მკაფიო გზავნილს მიიღებს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი სწრაფვა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისკენ არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ წასვლას. დღეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები და მასშტაბები, რომელთა წინაშეც დადგა მსოფლიო, ალიანსის წევრებისა და პარტნიორებისგან მოითხოვს სტრატეგიული კომუნიკაციის გაუმჯობესებას. ეს არის ეფექტიანი ბრძოლის საშუალება ევროატლანტიკურ სივრცეში და მის საზღვრებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობისათვის. ამიტომაც იქცა სტრატეგიული კომუნიკაცია ჩვენი პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად. უსაფრთხოების კუთხით დღეს არსებული ახალი გამოწვევები პასუხებს მოითხოვს და სწორედ ამ საკითხებს დაეთმობა დღევანდელი ფორუმი. სახალხო დიპლომატიის ფორუმი სწორედ ის ფორმატია, რომელიც იძლევა ახალი გამოწვევებისა და სტრატეგიების განხილვის, ერთმანეთისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და შედეგების შეჯამების შესაძლებლობას. მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ საქართველოში სახალხო დიპლომატიის ფორუმის ჩატარება ყურადღების ცენტრში მოაქცევს ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებსაც. დარწმუნებული ვარ, თბილისის ფორუმი ხელს შეუწყობს სახალხო დიპლომატიის ექპერტთა ქსელის კიდევ უფრო გაფართოებას, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად საერთო სტრატეგიებისა და მიდგომების შემუშავებას. მადლობა მინდა გადავუხადო ფორუმის ორგანიზატორებს - ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისს. იმედი მაქვს, ფორუმის მუშაობა ნაყოფიერად წარიმართება", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)