15:17 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-21 12:45:35, 2437 ნახვა

ეკონომიკა
ბაზისბანკი წარმოგიდგენთ ფინანსური განათლების ეროვნულ ჯილდოს - მასწავლებელთა განაცხადების მიღება დაიწყო

ბაზისბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუს ინიციატივით, მასწავლებლებისთვის „ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო“ დაიწყო. კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 2026 წლის გამარჯვებული მასწავლებელი, რომელსაც პროექტის მთავარი მხარდამჭერის, ბაზისბანკისგან ფულადი პრიზი გადაეცემა. 

ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 15 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. კონკურსში მონაწილეობის მსურველ მასწავლებლებს შეუძლიათ შეავსონ განაცხადი და წარადგინონ საკუთარი გამოცდილება სკოლებში ფინანსური განათლების დანერგვის მიმართულებით.

"ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს" მიზანია სკოლებში ფინანსური განათლების პოპულარიზაცია, ინოვაციური სწავლების მეთოდების წახალისება და მოსწავლეთა ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლება.

კონკურსის ფარგლებში, დაინტერესებულ მასწავლებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, 2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში ჩაეტარებინათ ფინანსური განათლების ხელშეწყობის აქტივობები - გაკვეთილები, პროექტები, შეექმნათ ახალი სასწავლო რესურსები ან დაენერგათ ინოვაციური მიდგომები ფინანსური განათლების ფორმალური თუ არაფორმალური სწავლების პროცესში. ახლა კი მათ შეუძლიათ, ერთი განაცხადის ფარგლებში მოუყარონ თავი ყველა აქტივობასა და შექმნილ მასალებს და წარადგინონ კონკურსზე.

კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი განაცხადები შეფასდება კონკურსის პირობებით წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, მათ შორის: აქტივობების შესაბამისობა ფინანსური განათლების მიზნებთან, შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომები, მოსწავლეთა ჩართულობა და მიღწეული შედეგები. კონკურსის ჟიური პირველ ეტაპზე ხუთ ფინალისტს, ხოლო 9 სექტემბერს მათგან 1 გამარჯვებულს - ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მფლობელს გამოავლენს.

კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაცია და განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
კობახიძე ამტკიცებს, რომ ტრამპს და რუბიოს ესაუბრა
კაცმა ფარულად შეაღწია საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics