23:57 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-02 18:30:08, 1227 ნახვა

მსოფლიო
შტაინმაიერი: მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა.

„მოვუწოდებ კონფლიქტის მხარეებს, ცეცხლი დაუყოვნებლივ შეწყვიტონ და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას პატივი სცენ“, – აღნიშნა შტაინმაიერმა.

მისივე თქმით, მხარეები მინსკის ჯგუფის ფორმატში მოლაპარაკებებს უნდა დაუბრუნდნენ.

„ამ კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. მხარეება პოლიტიკური ნება უნდა გამოავლინონ, რათა მინსკის ჯგუფის ფორმატში მოლაპარაკებებს დაუბრუნდნენ“, – განაცხადა გერმანელმა მინისტრმა.

კონფლიქტის ზონაში სიტუაციის ესკალაციის შესახებ ცნობები დღეს დილით გავრცელდა. აზერბაიჯანი და სომხეთი ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ. ბაქო სომხური ტექნიკის და ცოცხალი ძალის დიდ დანაკარგებზე საუბრობს, თავის მხრივ ერევანში აზერბაიჯანელი სამხედროების განადგურების შესახებ აცხადებენ.

მთიანმა ყარაბაღმა, რომელიც ძირითადად ეთნიკური სომხებით არის დასახლებლი, საკუთარი დამოუკიდებლობის შესახებ 1991 წელს გამოაცხადა, რასაც შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის რეგიონმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სომხურმა შეიარღებულმა ძალებმა მისი ოკუპაცია მოახდინეს. ოკუპირებულია ასევე მთიანი ყარაბაღის მიმდებარედ აზერბაიჯანის 7 რაიონი. 1994 წელს აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics