|
2015-02-19 10:00:02, 807 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: ვაპირებთ, რეგიონში ბევრ პროექტს სუბსიდირება გავუკეთოთ
მარტის თვიდან დავიწყებთ რეგიონების განვითარების გეგმის პრეზენტაციას; ვაპირებთ სუბსიდირება გავუკეთოთ ბევრ პროექტს რეგიონებში, რაც გამოიწვევს რეგიონების განვითარებას, ეკონომიკის გამოცოცხლებას და სამუშაო ადგილების შექმნას, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის განმარტებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი რეგიონების განვითარების გეგმაზე აქტიურად მუშაობს. „ჩემი დავალებით რამდენიმე თვეა ეკონომიკური გუნდი მუშაობს რეგიონების განვითარების გეგმაზე, თითოეული რეგიონი დეტალურად შევისწავლეთ, აღვწერეთ რეგიონების რესურსი, მათი პოტენციალი. ვაპირებთ, მარტის თვიდან დავიწყოთ ამ გეგმის პრეზენტაცია. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან და გვაქვს მოლოდინი, რომ ამ მიმართულებით აქტიურად ვითანამშრომლებთ,“–აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, 2015 წელს მაქსიმალურად გააქტიურდება სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რათა წარმოება განვითარდეს და რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)