|
2026-04-30 13:55:31, 3138 ნახვა
ეკონომიკა
ოცნების ხელისუფლებასთან დაახლოებულ ვისოლს უნდა რომ წვრილმანი კომპანიები მოახრჩოს
„ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა ამბობს, რომ არაკეთილსინდისიერი მოთამაშეების წინააღმდეგ რეგულირებაა საჭირო. არაკეთილსინდისიერები ხორავამ უწოდა წვრილმან კომპანიებს, რომლებიც საცალო ვაჭრობაში კონკურენციას უწევენ დიდ მოთამაშეებს. ხორავამ ამის შესახებ ფასების საპარლამენტო კომისიაზე განაცხადა. როგორც ვასილ ხორავა აღნიშნავს, სექტორში კონკურენცია მაღალია. "რამდენიმეჯერ დაგვიყენებია ინიციატივა და ალბათ, მომავალშიც დავაყენებთ, რომ რაღაც რეგულაციები მეტი მივიღოთ. ჩვენ ვხედავთ მოთამაშეებს, რომლებიც ბაზარზე შემოდიან არაკეთილსინდისიერად, მომხმარებლის მოტყუების ან სხვადასხვა ინსტრუმენტის საფუძველზე. თამაშის წესებს, რომლებიც მომხმარებლის უსაფრთხოებაზე, ხარისხის სტანდარტის დაცვაზეა, სჭირდება შესაბამისი კონტროლი. არ ვამბობთ, რომ რაღაც კვოტები იყოს. მეტი რეგულაცია რომ არსებობდეს, ხარისხის კონტროლის, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თვალსაზრისითაც, შეიძლება, ამხელა, ზღვარს ზემოთ კონკურენცია არ ყოფილიყო, მაგრამ ამ პირობებში ძალიან ნორმალურად და კარგად ვართმევთ თავს და მოხარული ვართ, რომ ბაზარი იზრდება, იხვეწება, ბაზრის მოთამაშეები მეტ ინვესტიციას აკეთებენ ინფრასტრუქტურაში",- თქვა ვასილ ხორავამ. დღეს "ფასების საპარლამენტო კომისია" ნავთობკომპანიებს უსმენს. შეგახსენებთ, კომისია საკანონმდებლო ორგანოში თებერვლის დასაწყისში, სამი თვის ვადით შეიქმნა. მის მიზნად ფასწარმოქმნის მექანიზმების შესწავლის შემდეგ სხვადასხვა პროდუქტზე ფასების დარეგულირებისთვის რეკომენდაციების მომზადება სახელდება. კომისია უკვე შეხვდა რითეილ სექტორის, სადისტრიბუციო და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს, ასევე, მწარმოებლებს და ა.შ.
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მიერ კაშხლების, გაზსადენებისა და ელექტროსადგურების საბოტაჟისთვის ემზადებიან
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია იაბლოკო დუმის არჩევნებიდან მოხსნა
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)