05:19 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-30 13:37:43, 2550 ნახვა

ეკონომიკა
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

თიბისის მხარდაჭერით, სექტემბრიდან თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი - SIST - იწყებს ფუნქციონირებას. სასწავლო ცენტრი მოსწავლეებს თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ განათლებას შესთავაზებს. პროექტის ჯამური ღირებულება 6 მილიონ დოლარს აჭარბებს, საიდანაც მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ თიბისის დაფინანსებულია.

SIST-ის პირველი კამპუსი დადიანის ქუჩაზე მდებარეობს და სასწავლო პროცესს 2026 წლის სექტემბრიდან დაიწყებს. კამპუსი 4,300 კვ.მ ფართობზეა განთავსებული და 600 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლა აერთიანებს თანამედროვე ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკასა და სპორტულ დარბაზს.

SIST განსაკუთრებულ ყურადღებას პრაქტიკული და თანამედროვე უნარების განვითარებას უთმობს. STEM მიმართულებების (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) ინტეგრირებული სწავლება, მცირე ზომის კლასები და თითო კლასში ორი მასწავლებელი ინდივიდუალურ მიდგომას უზრუნველყოფს. სწავლება მრავალენოვანია და მოიცავს ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და იტალიურ ენებს.

სკოლაში 50-მდე გამოცდილი პროფესიონალი მუშაობს. შვეიცარიის წამყვან საგანმანათლებლო ცენტრებთან თანამშრომლობის ფარგლებში აკადემიური გუნდი კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაშია ჩართული. ხოლო ადმინისტრაციულ გუნდს მენეჯმენტის მიმართულებით მიღებული აქვს განათლება მსოფლიოს ისეთ წამყვან უნივერსიტეტებში, როგორებიცაა: University College London და Harvard Business School.

მომდევნო ეტაპზე სკოლა ქსელის გაფართოებასა და დამატებითი კამპუსების გახსნას გეგმავს.

თიბისი SIST-ის დამფუძნებელ ჯგუფთან 2021 წლიდან თანამშრომლობს და ამ პერიოდში არაერთი პროექტი აქვს დაფინანსებული - როგორც კომერციული უძრავი ქონების, ისე პროფესიული განათლების მიმართულებით. სკოლის გახსნა ამ პარტნიორობის კიდევ ერთი, ახალი ეტაპია.

განათლების მხარდაჭერა თიბისისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ბოლო სამ წელში ბანკის პორტფელი ამ მიმართულებით გაორმაგდა და 190 მილიონამდე ლარს შეადგენს. მსგავსი პროექტების ხელშეწყობით, თიბისი ხელს უწყობს საქართველოში თანამედროვე სწავლების მეთოდების დანერგვას და ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების ხელმისაწვდომობას.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics