|
2026-04-29 15:33:03, 5319 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
თიბისის ბიზნესმომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ბიზნეს მობაილბანკში ინვოისების მართვის ფუნქციონალით ისარგებლონ და კიდევ უფრო გაიმარტივონ ყოველდღიური საქმიანობა. ახალი, ინოვაციური გადაწყვეტა მნიშვნელოვნად ზოგავს მომხმარებლის დროს და მას მაქსიმალურად აზღვევს შესაძლო ხარვეზებისგან. თუკი აქამდე, ინვოისისთვის, მეწარმეებს PDF ან Ecxel-ის ფაილში შაბლონის შექმნა, მესამე პირის მონაცემების ხელით შეყვანა, დოკუმენტის მეილზე გადაგზავნა და პროცესის რამდენიმე აპლიკაციაში მართვა უწევდათ - ახალი ფუნქციონალი მათ შესაძლებლობას აძლევს, სწრაფად და მარტივად, ავტომატურად დააგენერირონ ონვოისი, გადაგზავნონ ის, გადარიცხონ თანხა და აკონტროლონ ჩარიცხვის სტატუსი მობაილბანკშივე, აპლიკაციიდან გაუსვლელად. ამასთანავე, ყველა ინვოისი და ჩარიცხვის დამდასტურებელი დოკუმენტი, ერთ სივრცეში, ბიზნეს მობაილბანკში იქნება თავმოყრილი. ინოვაციური გადაწყვეტით, ბიზნესმომხმარებელი მნიშვნელოვნად ზოგავს დროს და ის მაქსიმალურად დაზღვეულია შესაძლო ხარვეზებისგან. ახალი ფუნქციონალით სარგებლობა ეფექტიანია არა მხოლოდ მეწარმისთვის, არამედ მყიდველისთვისაც, რომელსაც ინვოისი მობაილბანკში გაეგზავნება და მას აღარ მოუწევს მომწოდებლის მონაცემების ხელით შეყვანა. ინვოისის მიღების შემდეგ, გადარიცხვის ღილაკზე დაწკაპუნებით, თანხა კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების მომწოდებელ კომპანიის ანგარიშზე გადაირიცხება. ფინანსების ერთ სივრცეში სამართავად, ასევე, ინვოისების მართვის ფუნქციონალით სარგებლობისთვის, გადმოწერეთ თიბისის ბიზნეს მობაილბანკი - https://tbc-business.onelink.me/Ierb/w9ok9vfz და გაიმარტივეთ ყოველდღიურობა.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)