18:23 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-29 11:19:59, 2143 ნახვა

ეკონომიკა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ისურვეს", 78 მომხმარებლის განცხადების განხილვის საფუძველზე, უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაუდგინა.

საქმის წარმოებაში ჩართული მომხმარებლების განცხადებებში დაფიქსირებული გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მოვაჭრე სისტემატურად არღვევდა მომხმარებლების მიერ შეძენილი ნივთების მიწოდების ვადებს, ხოლო შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებლებისთვის თანხის დაბრუნებას არაგონივრული ვადით აგვიანებდა. საქმის შესწავლისას, დარღვევა გამოიკვეთა ხელშეკრულების პირობებით შეთანხმებული საქონლის მიწოდების ნაწილშიც.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვაჭრის ქმედება სააგენტოს მიერ შეფასდა, როგორც მოქმედებით გამოხატული შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა, რაც ეწინააღმდეგება სამართლიანი ვაჭრობის პრინციპებს და არსებითად აზიანებს მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესებს.

ამასთან, GCCA-მა აღნიშნული გადაწყვეტილებით დაადგინა შეკვეთის გაუქმების შემდგომ მოვაჭრის მიერ თანხის დაბრუნების მაქსიმალური ვადა - 14 კალენდარული დღე, რომლის გადაცილებაც სააგენტოს მიერ არაგონივრულად იქნება მიჩნეული.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოვაჭრეს დაევალა - 1 თვის ვადაში, მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2 %-ს. 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას გამოიწვევს.

isurve.ge — ქართული ონლაინ-მაღაზიაა. კომპანია ინტერნეტ კომერციის სფეროში 2017 წლიდან მუშაობს. 2022 წლიდან წარმოდგენილია სომხეთის რესპუბლიკაშიც, იმავე სახელწოდების ვებსაიტით და ადგილობრივი დომენით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics