16:01 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-25 09:25:39, 343 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ გაცემული ₾7 მლნ-ის პრემია არ არის სათანადოდ დასაბუთებული - აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ 2022-2023 წლებში განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.

დოკუმენტის თანახმად, კორპორაციაში არ არის დანერგილი სისტემა, სადაც განსაზღვრული იქნებოდა თანამშრომელთა წახალისების კონკრეტული კრიტერიუმები. შედეგად, 2022-2023 წლებში ₾7 მილიონ ლარზე მეტი [7,184,584 ლარის] ოდენობით გაცემული პრემია არ არის სათანადოდ დასაბუთებული.

ამასთან გამოვლინდა, კორპორაციის მენეჯმენტის პრემირების წესის დამტკიცების ხარვეზები:

კერძოდ, კორპორაციის მენეჯმენტის პრემირება განხორციელებულია კანონმდებლობის მოთხოვნების დაუცველად, პარტნიორთან შეთანხმების გარეშე. კორპორაციის მენეჯმენტზე 2022 წელს გაცემულია 725,106 ლარის პრემია.

2023 წელს კორპორაციის მენეჯმენტის პრემირების წილის მმართველთან შეთანხმების საკითხი არ რეგულირდებოდა, აღნიშნულ პერიოდში გაცემულია 945,706 ლარი.

შტატგარეშე თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოების კონტროლის ნაკლოვანებები:

2022 წელს ─ 53, ხოლო 2023 წელს 64 შტატგარეშე თანამშრომელზე არ არის დადოკუმენტირებული და აღრიცხული შესრულებული სამუშაოები, რაცქმნის სახსრების არამართლზომიერი გამოყენების რისკებს.

თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის ნაკლოვანებები:

დეპარტამენტებში ერთსა და იმავე პოზიციაზე დასაქმებულთანამშრომლებზე განსაზღვრული განსხვავებული სახელფასოგანაკვეთები, მაშინ როდესაც შესასრულებელი სამუშაო იდენტურია, ვერუზრუნველყოფს სახელფასო პოლიტიკის გამჭვირვალობას და ქმნის შრომის არასამართლიანი ანაზღაურების შესაძლებლობას.

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" ხელმძღვანელი 2022 წლის ივნისიდან, 2025 წლის ივლისამდე გიორგი ჩიქოვანი იყო. გიორგი ჩიქოვანმა თანამდებობა "პირადი განცხადების საფუძველზე" დატოვა და ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორად ეკატერინე სისაური დაინიშნა.

სრული ანგარიში იხილეთ მითითებულ ბმულზე: sao.ge 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics