|
2016-04-01 17:18:50, 587 ნახვა
საზოგადოება
2016 წლის პირველ კვარტალში საფეხბურთო კლუბებმა სახელმწიფოსგან 8 705 141 ლარი მიიღეს
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ანგარიშსს აქვეყნებს. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 2016 წლის პირველ კვარტალში საფეხბურთო კლუბებმა სახელმწიფოსგან 8 705 141 ლარი მიიღეს. "ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა, რომელიც მუშაობას შეუდგა 2016 წლის 1 მარტს, ხელშეკრულება გააფორმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი, პირველი და მეორე ლიგის გუნდებთან. ხელშეკრულების ფარგლებში დღეის მდგომარეობით დაფინანსებულია 36 საფეხბურთო კლუბი. საერთო თანხა შეადგენს 2 798 119 ლარს. თანხა ყველა კლუბმა მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. აღსანიშნავია, რომ ვიდრე ფონდი მუშაობას შეუდგებოდა, პირველ კვარტალშივე, სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული კლუბები დაფინანსებული იყო 5 907 022 ლარით. პირველი კვარტლის მდგომარეობით, კლუბების ჯამური დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან შეადგენს 8 705 141 ლარს. ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, ზაზა დოლიძე აცახდებს: „ქართული ფეხბურთის დაფინანსებაში დღეიდან გაქრება ყველანაირი გაურკვევლობა და ბუნდოვანება. გამჭვირვალობის მიზნით, ფეხბურთის განვითარების ფონდი კვარტალში ერთხელ გამოაქვეყნებს ანგარიშს იმის თაობაზე, რა თანხა შემოდის ფონდში, რა არის მისი მიზნობრიობა და რომელი საფეხბურთო კლუბი რა რაოდენობის დაფინანსებას იღებს. ფედერაციის მიერ შემუშავებული და მთავრობის მიერ დამტკიცებული ფეხბურთის განვიტარების პროგრამით საქართველოში დაიწყო საფეხბურთო სისტემის ძირეული რეფორმა. ინერგება თანამედროვე სტანდარტები, რაც სტაბილური დაფინანსებისა და სწორი მენეჯმენტის პირობებში კლუბებს აძლევს შესაძლებლობას განავითარონ თავიანთი საქმიანობა წარმატებით და ამით ხელი შეუწყონ ქართული ფეხბურთის თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოებას. ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეფორმის მხარდაჭერა მედიისა და საფეხბურთო საზოგადოების მხრიდან.“ აღნიშნული პროცესი გრძელდება. კლუბები დაფინანსებას მიიღებენ წარმოდგენილი მოთხოვნისა და სფფ-ის მიერ შემუშავებული პროგრამის მიხედვით. ფეხბურთის განვითარების ფონდი ანგარიშს კვარტალში ერთხელ წარადგენს",-აღნიშნულია ანგარიშში.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)