16:01 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-24 19:16:44, 369 ნახვა

ეკონომიკა
ლევან გომშიაშვილმა Fintech in Focus 2026-ზე საქართველოს ბანკის მიღწევები გააზიარა

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან გომშიაშვილმა, ლონდონში გამართულ საერთაშორისო ფორუმში, Fintech in Focus 2026 მიიღო მონაწილეობა, სადაც მან ინვესტორებსა და ინდუსტრიის ლიდერებს Lion Finance Group- ის, როგორც ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საბანკო ჯგუფის განვითარებისა და კაპიტალის ბაზარზე მიღწეული წარმატების ისტორია გაუზიარა.

ღონისძიებას ლონდონის საფონდო ბირჟამ უმასპინძლა და ერთ სივრცეში გლობალური ფინანსური სექტორის წარმომადგენლები - ფინტექ კომპანიების დამფუძნებლები, ინვესტორები და ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელები გააერთიანა.

ღონისძიების ფარგლებში ლევან გომშიაშვილი მონაწილეობდა პანელურ დისკუსიაში თემაზე: "რას ეძებენ საჯარო ბაზრების ინვესტორები ფინტექ სივრცეში?", სადაც მან, წამყვან საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად, ტექნოლოგიური საბანკო მომსახურების განვითარებასა და ინვესტორთა მოლოდინებზე იმსჯელა.

დისკუსიის ფარგლებში ლევან გომშიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ბანკის მოდელი ერთდროულად აერთიანებს როგორც ტრადიციული ბანკის, ისე ფინტექ კომპანიის მახასიათებლებს, რაც, საბოლოო ჯამში, მომხმარებელზე ორიენტირებული, სწრაფი და ეფექტიანი სერვისების დანერგგვას უზრუნველყოფს.

"ჩვენი მიდგომა ეფუძნება ძლიერი საბანკო ინფრასტრუქტურისა და ციფრული ინოვაციის ერთობლიობას, ეს კომბინაცია კი გვაძლევს შესაძლებლობას, შევქმნათ გრძელვადიანი ღირებულება როგორც მომხმარებლებისთვის, ისე ინვესტორებისთვის.

Fintech in Focus 2026-ზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ჩვენი 20-წლიანი წარმატებული საქმიანობისა და FTSE 100-ში გაწევრიანების შესახებ ვისაუბრე. ამგვარი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რადგან გვაძლევს სივრცეს, აქტიურად ვიყოთ ჩართული გლობალურ დისკუსიებში, გავაძლიეროთ კომუნიკაცია საერთაშორისო ინვესტორებთან და კიდევ უფრო მეტად წარმოვაჩინოთ როგორც საქართველოს ბანკის ტექნოლოგიური
შესაძლებლობები, ისე რეგიონის საინვესტიციო პოტენციალი", - განაცხადა ლევან გომშიაშვილმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics