|
2016-04-01 16:45:51, 824 ნახვა
სამხედრო
I მსუბუქ ქვეით ბრიგადას დაარსებიდან 24 წელი შეუსრულდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების I მსუბუქ ქვეით ბრიგადას დაარსებიდან 24 წელი შეუსრულდა. ბრიგადის ხელმძღვანელობასა და პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცა. ღონისძიების დაწყებამდე გენერალური შტაბის უფროსმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა, წარმატებები უსურვა და ქვეყნის წინაშე აღნიშნული ბრიგადის დამსახურებასა და ღვაწლზე ისაუბრა: „I იგივე მე-11 ბრიგადის მეთაურობა დიდი პატივია ყველა სამხედროსთვის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დღევანდელი დღე მივულოცო ყველა მეთაურს. ეს , სწორედ, ის დანაყოფია, რომელიც ჩამოყალიბდა როგორც პირველი ორგანიზებული, დისციპლინასა და წესდებას დაქვემდებარებული დანაყოფი, უდიდესი ისტორიისა და ღირსების მატარებელი დანაყოფი. თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს მინდა ვუსურვო წარმატება და გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, ეს ბრიგადა კიდევ მრავალჯერ იტყვის თავის საამაყო სიტყვას“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა. ღონისძიების დასასრულს I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვეს. 3 სამხედრო მოსამსახურეს სახელობითი ცეცხლსასროლი იარაღი გენერალური შტაბის უფროსმა გადასცა. 31-მა სამხედრო მოსამსახურემ და სამოქალაქო პირმა კი გენერალური შტაბის უფროსის ბრძანების საფუძველზე მადლობის სიგელები მიიღო. მოგვიანებით სტუმრებმა ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი იარაღი დაათვალიერეს. ღონისძიება საზეიმო მიღებითა და ტორტის გაჭრით დასრულდა. I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის 24-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. I ქვეითი ბრიგადა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ქვედანაყოფია ქართულ შეიარაღებულ ძალებში. ბრიგადას მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. გავლილი აქვს GTEP-ისა (წვრთნისა და აღჭურვის) და SSOP-ის (სტაბილურობის შენარჩუნების ოპერატიული პროგრამა) საბრძოლო მომზადების პროგრამები. ბრიგადის პირადი შემადგენლობა მონაწილეობდა სამშვიდობო ოპერაციებში - კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში.
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)