18:21 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-21 16:43:26, 6601 ნახვა

ეკონომიკა
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა

EBRD-ის, ADB-ის, ICC Georgia- ისა და საქართველოს ბანკის ინიციატივით,  16-17 აპრილს, თბილისში რეგიონული კონფერენცია - Digital Trade for Growth in the Middle Corridor:Foundations, Finance and Adoption გაიმართა.  

კონფერენციის ფარგლებში სპიკერებმა განიხილეს საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოები, ასევე დიჯიტალიზაციის გავლენა სავაჭრო პროცესებზე, თანამედროვე ციფრული სავაჭრო ფინანსური ინსტრუმენტები და ციფრული აქტივების პოტენციალი.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი , ისე რეგიონის ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, კერძო სექტორის ლიდერები და სფეროს ექსპერტები, მათ შორის: EBRD-ის რეგიონული ხელმძღვანელი ალკის ვრიენიოს დრაკინოსი; EBRD - ის ვაჭრობის ფასილიტაციის პროგრამის დირექტორი შონა ტატჩელი;  ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში  ლესლი ბეარმან ლამი,; ICC საქართველოს თავმჯდომარე ფადი ასლი; საერთაშორისო სავაჭრო პალატის ციფრული სტანდარტების ინიციატივის დირექტორი პამელა მარი და სხვა.

„სავაჭრო ფინანსირებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა ადგილობრივი ბიზნესებისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს, გაეცნონ საუკეთესო პრაქტიკებსა და თანამედროვე ტენდენციებს. საქართველოს ბანკი  კი როგორც ბიზნესის პარტნიორი, აქტიურად მუშაობს სავაჭრო ფინანსირების პროცესების გაციფრულებაზე და ამ მიმართულებით არაერთ ინიციატივას ახორციელებს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული ბიზნესის ვაჭრობის დაფინანსების გაყიდვების სამსახურის უფროსმა, გალინა ოგანესიანმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics