21:38 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-14 16:10:30, 4513 ნახვა

პოლიტიკა
რეჟიმის წარმომადგენელი კვარაცხელია - საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ხმის მისაცემად უნდა ჩამოვიდეს ქვეყანაში

რეჟიმის წარმომადგენლის ირაკლი კირცხალიას თქმით, ნებისმიერი პატრიოტი, რომელიც იმყოფება საზღვარგარეთ და მან მისი ხმით წვლილი უნდა შეიტანოს ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში, ის რამდენიმე დღით მაინც, ან ერთი კვირით უნდა იმყოფებოდეს თავის ქვეყანაში.

„ორად გავყოფ თქვენს კითხვას. მეორე ნაწილით დავიწყებ - თუ რას ვფიქრობ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, თავს შევიკავებ ამ კითხვაზე პასუხისგან. არ მიმაჩნია სწორად პოლიტიკოსმა პოლიტიკური ტრიბუნიდან, ამ შენობიდან სასამართლოს მიმართ რაიმე მოლოდინებზე ისაუბროს. არც ვიზამ ამ ყველაფერს, ვინაიდან ეს შესაძლოა ძალიან მკაფიოდ ჩაითვალოს რაიმე კუთხით პოლიტიკურ მოწოდებად. არასწორად მიმაჩნია პროგნოზების გაკეთება. მათი კონსტიტუციური უფლებაა, შეიტანეს სარჩელი და დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო.

ზოგადად, რაც შეხება თემას, ყველას კარგად გვახსოვს, როდესაც ეს კანონი ინიცირდებოდა, თუ რა განცხადებები მოჰყვა ამ ყველაფერს ე.წ. ოპოზიციის მხრიდან. კიდევ ერთხელ გავახსენებ ჩვენს საზოგადოებას, თუ რა საჭიროება იყო. თითოეული კანონი, რომელიც ჩვენ საკანონმდებლო სივრცეში გამოჩნდა და ამ დარბაზში ეყარა კენჭი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს. განსაკუთრებით ბოლო წლებში, ვაკვირდებით უპრეცედენტო ჩარევას სხვადასხვა ქვეყნის შიდა საქმეებთან მიმართებით, კონკრეტულად ბრიუსელის ჩარევას, არაერთ შემთხვევაში ჩვენს თავზე გამოვცადეთ პირდაპირი თავდასხმები. დამერწმუნეთ, არ შენელებულა ეს თავდასხმები ე.წ. დიფ სთეითის მხრიდან და მათ მიერ ხელდასხმული აგენტურისგან, ზოგი პოლიტიკოსად წოდებული და ზოგი იმ არარჩეული ბიუროკრატის სახით. ჩვენ, რა თქმა უნდა, იქ სადაც შესაძლოა იყოს ყველაზე მეტი ზეგავლენა, იქ, სადაც რეალურად არ არსებობს რეალობის აღქმა, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ დავსვით საკითხი ძალიან მარტივად, ნებისმიერი პატრიოტი, რომელიც იმყოფება საზღვარგარეთ და მან თავისი ხმით წვლილი უნდა შეიტანოს ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში, არჩევნებში, ასეთ საპასუხისმგებლო დღეს და ამ მოვლენაში მიიღოს მონაწილეობა, ის რამდენიმე დღით მაინც, ან ერთი კვირით უნდა იმყოფებოდეს აქ, თავის ქვეყანაში. რეალურად შეიტყოს, ნახოს რა ხდება, რა ვითარებაა თავის ქვეყანაში. არა რომელიმე ზეგავლენის ჯგუფების ქვეშ, ან არა რომელიმე სოციალური ქსელების, ბაბლების მეშვეობით. ასე, რომ ეს კანონი, კიდევ ერთხელ, შეგნებულად არ ვამბობ და არც დავასახელებ ქვეყნებს, სად შეიძლება იყოს. სადღაც აპრობირებულია, სადღაც არ არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც მთავარია ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის მნიშვნელოვანი. ასე, რომ დაველოდოთ რა პასუხი ექნება სარჩელს“, - აღნიშნა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics