|
2016-04-01 12:01:01, 537 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ნატო-ს კვირეული 2016 იწყება
ნატო-ს კვირეული 2016 4 აპრილს, ნატო-საქართველოს სახლახო დიპლომატიის ფორუმით დაიწყება. ფორუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახსნის. სახალხო დიპლომატიის ფორუმი საქართველოში პირველად ტარდება. მასში მონაწილებას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწე ტედ ვაითსაიდი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ბენჟამენ ზიფი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და სხვა ქართველი და უცხოელი ექსპერტები. ფორუმზე სახლახო დიპლომატიისა და კომუნიკაციის სფეროში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და გამოწვევებზე იმსჯელებენ. ნატო-ს კვირეული 18 აპრილამდე გაგრძელდება. დედაქალაქსა და რეგიონებში სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებია დაგეგმილი, მათ შორის: 2 დღიანი სემინარი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პედაგოგებისთვის; საინფორმაციო ცენტრის ახალქალაქის რეგიონული ოფისის გახსნა; პროექტის „ერთი დღე ჯარში“ მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის; სამხრეთ-კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის, ჟურნალისტიკის სკოლის ვიცე-დეკანის შეხვედრა ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან; ნატოსა და ევროკავშირის აუდიტორიების გახსნა უნივერსიტეტებში; 2008 წლის აგვისტოს ომსა და ISAF-ის მისიაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილების ნახატების გამოფენა და სხვა. ასევე, საჯარო ლექციები, კონკურსები, კონფერენციები, დებატები, გამწვანების აქციების და სპორტული ღონისძიებები. ნატო-ს კვირეული საქართველოში უკვე მეცხრედ ტარდება. ღონისძიება სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აპარატის, თავდაცვის სამინისტროს, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის და რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)