|
2016-03-31 21:03:38, 1261 ნახვა
მსოფლიო
ჯონ კერი: "ყარაბახის კონფლიქტი" თანდათან უნდა მოგვარდეს
"ყარაბახის კონფლიქტი" თანდათან უნდა მოგვარდეს" - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ ვაშინგტონში გამართული ბირთვული უსაფრთხოების სამიტის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განაცხადა. ჯონ კერიმ ალიევთან საუბრისას NATO-ს ავღანეთის მისიაში აზერბაიჯანის მნიშვნელოვან როლსაც გაუსვა ხაზი. კერიმ განაცხადა, რომ ყველა კონფლიქტი, ქვეყნების ტერიტორიული ერთიანობაზე დაყრდნობით უნდა მოგვარდეს. "ჩვენ მთიანი ყარაბახის გაყინული კონფლიქტის საბოლოო მოგვარების დანახვა გვინდა, რასთან დაკავშირებითაც მოლაპარაკებებია ჩასატარებელი და დროთა განმავლობაში თანდათან უნდა მოგვარდეს. ყველა კონფლიქტი პოსტსაბჭოთა სივრცეში და მსოფლიოში უნდა მოგვარდეს ქვეყნების ტერიტორიული ერთიანობაზე დაყრდნობით" – განაცხადა კერიმ.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)