23:03 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-05 12:50:03, 5698 ნახვა

პოლიტიკა
რეჟიმმა დაარღვია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება – ალიანსი სადიგოვის გაძევებაზე

ოპოზიციის ალიანსის განცხადებით, აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევება წარმოადგენს რეჟიმის მხრიდან შურისძიებას ივანიშვილის მიმართ ჟურნალისტის კრიტიკული დამოკიდებულების გამო.

ალიანსი წერს, რომ აღნიშნული ქმედებით დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება.

"აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევებით, ივანიშვილის რეჟიმმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ აკრძალა სადიგოვის ექსტრადიცია, რადგან ჩათვალა, რომ ეს სადიგოვის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

რეჟიმის ნაბიჯი არის პირადი შურისძიება, ივანიშვილის მიმართ სადიგოვის კრიტიკული დამოკიდებულების გამო.

ოპოზიციის ალიანსი მხარდაჭერას ვუცხადებთ აფგან სადიგოვს და მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, მონიტორინგი გაუწიოს ამ შემთხვევას, ჟურნალისტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად". - ნათქვამია განცხადებაში.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე აფგან სადიგოვი სასამართლოს გადაწყვეტილებით, "სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის", ქვეყნიდან გააძევეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა გერმანელ მფლობელებს „მეტროს“ ჰიპერმარკეტების ქსელი ჩამოართვა
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics