|
2026-04-03 14:49:14, 222 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახლო აღმოსავლეთის ესკალაცია: უახლესი ინდიკატორები, მესამე განახლება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების ფონზე, თიბისი კაპიტალი განაგრძობს საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის რეალურ დროში შეფასებას, რაც გულისხმობს დაკვირვებას ომის დასრულების ალბათობის ცვლილებაზე, დეპოზიტების კონვერტაციებზე, ფრენების სიხშირეზე, Google-ის სისტემაში ძიებებზე, უნაღდო დანახარჯებზე, საერთაშორისო სასაქონლო პროდუქტების ფასებზე, საპროცენტო განაკვეთებსა და რისკის პრემიებზე. გლობალურ ბაზრებზე განწყობები ცვალებადი რჩება, მხოლოდ ხანმოკლე გაუმჯობესებითა და შემდეგ კვლავ გაუარესებით, რა მხრივაც გამონაკლისი არც ბოლო დღეებია. ამ ეტაპზე, საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენის კუთხით, მოვლენათა განვითარება თანხვედრაშია ჩვენს 2 მარტის პუბლიკაციაში წარმოდგენილ შეფასებებთან - ერთი მხრივ, დიდწილად ნეიტრალური ეფექტი ლარზე, ხოლო, მეორე მხრივ, ზომიერად, მაგრამ მიმდინარე პერიოდში მაინც უარყოფითი გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე, თავისთავად, ინფლაციის აჩქარებასთან ერთად. მარტში რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები თვიურ ჭრილში დიდწილად უცვლელია, თუმცა არარეზიდენტების ხარჯებში მნიშვნელოვანი შენელება იკვეთება, რაზეც ფრენების რაოდენობისა - განსაკუთრებით, ბათუმის აეროპორტში - და Google-ის სისტემაში საქართველოსთან დაკავშირებული ძიებათა სიხშირის კლებაც მიუთითებს. ამავდროულად, ლარი, რომელიც მარტის პირველ დღეებში სენტიმენტების გაუარესების ფონზე დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში კონვერტაციების გამო გაუფასურდა, დღეის მდგომარეობით, თითქმის ომამდე ნიშნულზეა გამყარებული, ჩვენი მოლოდინების შესაბამისად, ვინაიდან დეპოზიტების ლარიზაცია თვის მეორე ნახევარში კვლავ გაიზარდა, კონფლიქტის ესკალაციას კი სავალუტო ბაზარი სიჭარბით შეხვდა. მარტში წლიურმა ინფლაციამ 4.3% შეადგინა - გაწლიურებულ თვიურ ჭრილში, 8.6% - და, ჩვენი წინასწარი პროგნოზით, რომელიც მოვლენათა განვითარების პარალელურად დაზუსტდება, წლის ბოლოსთვის 5%-ს გადააჭარბებს, ნავთობისა და ელექტროენერგიის ტარიფების ზრდის პირდაპირი და არაპირდაპირი ეფექტების, აგრეთვე გლობალურ ბაზრებზე საკვების, სასუქებისა და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდის ფონზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გლობალური ფასების ზრდა საქართველოს სასაქონლო პროდუქტების ექსპორტის ზრდის პერსპექტივაზეც მიუთითებს, მიუხედავად ნავთობის იმპორტის გაძვირებისა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნებიდან გაზრდილი მოთხოვნა და მიგრაციის პოტენციური ეფექტიც. სხვა მაჩვენებლების კუთხით, საქსტატის მონაცემებით, თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ 8.8% შეადგინა. ამავდროულად, მარტში ზრდის შენელებაა მოსალოდნელი, ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში ომის დასრულების ვადების ირგვლივ კი კვლავ დიდი გაურკვევლობაა - სავალუტო ნაკადების ნაწილობრივ პოტენციური გადინების გადავადება საბაზო სცენარის ზრდის არგუმენტია, თუმცა, მეორე მხრივ, ახლო აღმოსავლეთის ესკალაცია ახალ უარყოფით შოკს წარმოადგენს. მიმდინარე ანგარიშის ბალანსი რეინვესტიციის გარეშე 2025 წელს, ჩვენი პროგნოზების შესაბამისად, დადებითი იყო, რაც ნიშნავს, რომ საქართველომ, პირველად, დანარჩენი მსოფლიოსგან მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე ჯამურად ქვეყანამ დახარჯა. და ბოლოს, რას ნიშნავს მიმდინარე მოვლენები თიბისი კაპიტალის დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ჭრილში? ვინაიდან, ჩვენი შეფასებით, აშშ დოლარის მიმდინარე გამყარება საშუალო და გრძელვადიანი ფაქტორების ცვლილებას არ ასახავს, რეკომენდაცია, რომელიც გასული კვირის ერთგვერდიან შეჯამებაშია მოცემული, უცვლელი რჩება. იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007462-macro-update-georgia
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)