23:23 - 01 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-01 16:39:06, 361 ნახვა

ეკონომიკა
ავტომობილების განბაჟების საფასურის გაზრდის კანონპროექტი III მოსმენით დაამტკიცეს

ივანიშვილის პარლამენტმა III მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, 0-დან 6 წლამდე ავტომობილებისთვის კუბურ სანტიმეტრზე განბაჟების საფასური 1.5 ლარი, ხოლო 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილებისთვის - 4.5 ლარი იქნება.

საგადასახადო კოდექსში ცვლილებას მხარი 72-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 11 წავიდა. 

მიღებული კანონის პროექტის თანახმად, უქმდება “საგადასახადო კოდექსში“ არსებული გრაფა, რომლითაც ავტომობილზე აქციზის განაკვეთებია დადგენილი. ამასთან, საგადასახადო კანონმდებლობას ახალი მუხლები ემატება, რომელიც ძირითადი განაკვეთისგან განსხვავებულ სპეციალურ განაკვეთებს ადგენს. კერძოდ, ჰიბრიდული ავტომობილებისთვის შენარჩუნებული იქნება შეღავათიანი — ძირითადი განაკვეთის 60 პროცენტით შემცირებული განაკვეთი, ხოლო მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის განსაზღვრულია ძირითადი განაკვეთის გასამმაგებული განაკვეთი. ელექტროძრავიანი მსუბუქი ავტომობილისთვის, რომელსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს, აქციზის განაკვეთი 3 000 ლარი იქნება.

დღევანდელ სხდომაზე გახარიას დეპუტატებმა წარმოადგინეს ალტერნატიული წინადადება, რომელიც 0-დან 10 წლამდე ავტომობილების იმპორტისთვის მოქმედი აქციზის საფასურის უცვლელად დატოვებას, ხოლო 4.5-ლარიანი ტარიფის 10 წელზე უფროსი ასაკის სატრანსპორტო საშუალებებზე გავრცელებას ითვალისწინებდა. ქართული ოცნების დეპუტატებმა აღნიშნული ალტერნატიული წინადადება ჩააგდეს. ალტერნატიულ პროექტს მხარი 17-მა პირმა დაუჭირა, ამდენივე წინააღმდეგი წავიდა, კვორუმი ვერ შედგა. 

აქამდე მოქმედი ტარიფით, 6-დან 9-მდე წლოვანების ავტომობილის განბაჟების ტარიფი 80 თეთრი იყო. მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემთხვევაში განსაზღრვრული იყო აქციზის განაკვეთის სამმაგი ოდენობა.

ცნობისთვის, 12 თებერვალს ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ივანიშვილის პარლამენტში წარადგინეს ახალი კანონპროექტი 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების საქართველოში შემოყვანის აკრძალვასთან დაკავშირებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნება ევროსაბჭოს კონგრესში ორბანის პოლიტიკურ ჯგუფში გაწევრიანდა
ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში ჩავიდა
ევროსაბჭოს კონგრესმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics