23:30 - 01 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-01 15:20:03, 259 ნახვა

ეკონომიკა
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს

თიბისი კონცეპტი ქვეყანაში კულტურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი და უკვე, 15 წელია ჯაზფესტივალების მთავარი წარმდგენია.

30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, თბილისი რიგით 29-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალი კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრსა და თათუზა ჯაზკლუბში ჩატარდება და ტრადიციულად, მსოფლიო დონის ჯაზშემსრულებლებს გააერთიანებს.

  • 30 აპრილი: ჯაზის მე-15 საერთაშორისო დღე - ლუკა თოფურია და მეგობრები | თათუზა ჯაზკლუბი

*იუნესკოს მიერ დაწესებულ ჯაზის საერთაშორისო დღეს წელს მსოფლიოს 190 ქვეყანა აღნიშნავს, მასპინძელი ქალაქი ჩიკაგო იქნება

  • 1 მაისი - მარკ რიბოს კვარტეტი (Marc Ribot Quartet “Hurry Red Telephone”) | მარჯანიშვილის თეატრი
  • 2 მაისი - კინგა გლიკი (Kinga Glyk) | მარჯანიშვილის თეატრი
  • 3 მაისი - ფრედ ჰერშის ტრიო (Fred Hersch Trio) | მარჯანიშვილის თეატრი
  • 1-2 მაისი - კენედი ადმინისტრეიშენის ჯემსეიშენი (Kennedy Administration) | თათუზა ჯაზკლუბი.

ფესტივალის ორგანიზატორია „ისთერნფრომოუშენსი“ ტრადიციული წარმდგენი კი თიბისი კონცეპტია.

თიბისი კონცეპტის წინასწარი გაყიდვის ფარგლებში, მხოლოდ თიბისი კონცეპტის Mastercard სადებეტო ბარათის მფლობელებს, 3 მაისის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ, ბილეთები 25%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ ბმულზე.

წინასწარი გაყიდვის შემდეგ, თიბისი კონცეპტის Mastercard სადებეტო ბარათებზე გავრცელდება 20%-იანი ფასდაკლება. *შეთავაზება არ ვრცელდება თიბისი კონცეპტის საკრედიტო ბარათებზე.

2011 წლიდან თიბისი კონცეპტი სისტემურად უჭერს მხარს საქართველოში ჯაზფესტივალების სერიას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თანამედროვე მუსიკის განვითარებასა და საერთაშორისო კულტურული პროცესების გაძლიერებას. სწორედ, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით რეგიონში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური მოვლენები შეიქმნა და განვითარდა. მათ შორისაა შავი ზღვის და თბილისის ჯაზფესტივალები, კახეთის ჯაზისა და ღვინის ფესტივალი „Jazz & Wine Kakheti“, ასევე ზამთრის ჯაზფესტივალი, რომელმაც, 2024 წელს, გუდაურში აიღო სტარტი და წელს პირველად ბაკურიანის სცენაზე გადაინაცვლა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ოცნება ევროსაბჭოს კონგრესში ორბანის პოლიტიკურ ჯგუფში გაწევრიანდა
ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში ჩავიდა
ევროსაბჭოს კონგრესმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics