22:31 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 17:16:36, 608 ნახვა

საზოგადოება
თბილისის სატრანსპორტო კომპანია და მისი გენერალური დირექტორი ევროპის ბიზნეს ასამბლეის ნომინანტები გახდნენ

ევროპის ბიზნეს ასამბლეა (EBA) 2016 წლის 29 ივნისს, გერმანიის ქალაქ ბად-ემსში  ფორუმს - International Prime Business Destinations გამართავს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს,  სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოვდებიან რეგიონალური მნიშვნელობის წარმატებული კომპანიები და მათი მენეჯერები.

მათივე ინფორმაციით, ევროპის ბიზნეს ასამბლეის საინიციატივო საბჭო რეკომენდაციას უწევს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას და მის გენერალურ დირექტორს ალექსანდრე ჯაფარიძეს შემდეგ ნომინაციებზე - „საუკეთესო საწარმო“ და „წლის მენეჯერი“.

„მიგვაჩნია, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია არის მაღალი პროდუქტიულობის მქონე ორგანიზაცია, რადგან ფლობს მყარ პოზიციას საერთაშორისო ბაზარზე, აქვს სურვილი გააფართოვოს საერთაშორისო თანამშრომლობის საზღვრები და უზრუნველყოს როგორც დასაქმებული პერსონალის კეთილდღეობა, ასევე მომხმარებლების კმაყოფილება მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზებით“ - აღნიშნულია ევროპის ბიზნეს ასამბლეის მიერ გამოგზავნილ წერილში.

აღნიშნული მიღწევა განაპირობა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ერთიანი გუნდის თავდაუზოგავმა შრომამ და მაღალმა პროფესიონალიზმმა, რაც მთლიანად კომპანიისა და თითოეული თანამშრომლის წარმატებაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics