|
2016-03-31 17:07:30, 590 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიაში ტაქსების რეგულირების სამუშაო დოკუმენტი განიხილეს
თბილისის მერიაში ტაქსების რეგულირების სამუშაო დოკუმენტი განიხილეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, შეხვედრას თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სფეროს სპეციალისტები ესწრებოდნენ. თბილისის მერის განცხადებით, ის დისკომფორტი, რაც მოქალაქეებს აქვთ ტაქსებთან დაკავშირებით, ეტაპობრივად უნდა აღმოიფხვრას, ტაქსით მგზავრობა გახდეს უსაფრთხო და კომფორტული, თუმცა საკითხის რეგულირება უნდა მოხდეს ისე, რომ უარყოფითად არ აისახოს აღნიშნულ სფეროში დასაქმებულებზე. „სხვადასხვა უწყებებთან, ექსპერტებთან ვმჯელობთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება მოწესრიგდეს ტაქსებთან დაკავშირებული საკითხი ქალაქში. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რომ ყველაფერი გაკეთდეს ისე, რომ სოციალურად შეჭირვებულ კონტინგენტზე ეს არ აისახოს უარყოფითად. თუმცა მეორესმხრივ, ის დისკომფორტი, რაც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ ტაქსებთან დაკავშირებით, უნდა აღმოიფხვრას ეტაპობრივად. ტაქსით მგზავრობა უნდა გახდეს უფრო უსაფრთხო და კომფორტული. პირველად მოსაზრებებს, რაც ჩვენ ხელთ გვაქვს, გაეცნობიან ექსპერტები, რათა იმსჯელონ და მათზე დაყრდნობით სრულვყოთ ჩვენი მიდგომები, რაც შემდგომ ტაქსების რეგულირების დოკუმენტს დაედება საფუძვლად“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის თქმით, სპეციალისტებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა დოკუმენტი, რომელიც მსჯელობის და განხილვის შემდეგ ეტაპობრივად საბოლოო სახეს მიიღებს. „სპეციალისტებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა განიხილა სამუშაო დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს თბილისში ტაქსის სექტორის რეგულირებას. დოკუმენტი აგებულია რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპზე. მთავარი ამოსავალი წერტილია უსაფრთხოება, რომელიც იყოფა ორ ნაწილად. ავტომობილის უსაფრთხოება, რომელიც ეფუძნება რამდენიმე პრინციპულ მომენტს. მეორე ნაწილია მძღოლის უსაფრთხოების ნაწილი. ჩამოთვლილი იყო კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მძღოლი. დოკუმენტში აღწერილია სტიმულირების მექანიზმები, როგორ შეიძლება ეტაპობრივად მოხდეს სფეროს განვითარება.თუ რეგულაციებზე იქნება საუბარი, ეს უნდა იყოს ისე, რომ მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ იქონიოს ამ სფეროში დასაქმებული ადამიანის შემოსავლებზე“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)