13:48 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-24 11:49:29, 1268 ნახვა

ეკონომიკა
წელს საქართველო-EU-ს სავაჭრო ბრუნვა $722 მილიონამდე გაიზარდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ჯამური წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 12.2% იყო, ხოლო იმპორტში 24%. შედარებისთვის, დსთ-ს ქვეყნებზე ექსპორტის 49.3% და იმპორტის 23.8% მოდიოდა.

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვამ 722.3 მლნ შეადგინა, რაც 1.4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

წლის პირველ ორ თვეში ექსპორტმა 124.9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლის ჭრილში 20%-იანი ზრდაა. TOP 5 საექსპორტო პროდუქტი ასეთია:

თხილი და სხვა კაკალი - 24.5 მლნ დოლარი;
ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 20.2 მლნ დოლარი;
ფეროშენადნობები - 18.6 მლნ დოლარი;
მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 14.9 მლნ დოლარი;
ყურძნის ნატურალური ღვინოები - 5.6 მლნ დოლარი.

იანვარ-თებერვალში ევროკავშირიდან იმპორტმა 597.4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლის ჭრილში 2%-იანი კლებაა. TOP 5 საიმპორტო პროდუქტი კი შემდეგია:

ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 97.1 მლნ დოლარი;
სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 55.3 მლნ დოლარი;
მსუბუქი ავტომობილები - 44.7 მლნ დოლარი;
სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი
ტელეფონების ჩათვლით - 12.2 მლნ დოლარი;
მანქანები ჭურჭლის სარეცხი - 10.2 მლნ დოლარი.
საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა 2021 წლიდან მოყოლებული მზარდია და 2025 წელს ისტორიულ მაქსიმუმს, 5.6 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წლის ჭრილში 8.4%-იანი ზრდაა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წელს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას ჯამურად საქართველოს ექსპორტში 12%-იანი წილი ჰქონდა, ხოლო იმპორტში 25.4% ეკავა. სწორედ იმპორტია საქართველო-EU-ს სავაჭრო ბრუნვის 80%-ზე მეტი.

აღსანიშნავია, რომ 10 წელზე მეტია, რაც ქართული საქონლისა და მომსახურებისთვის ევროკავშირის ბაზარი გაიხსნა. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) 2014 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა, თუმცა ქვეყანა DCFTA-ს შესაძლებლობებს კვლავ არასაკმარისად იყენებს. DCFTA-ის ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტმა მაქსიმუმს, 776 მლნ დოლარს სწორედ გასულ წელს მიაღწია. ამასთან, თუ 2014 წელს ევროკავშირზე საქართველოს მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) 22.4% მოდიოდა, 2025 წელს ამ მაჩვენებელმა 23% შეადგინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - ახლა რაც ხდება (საპატრიარქოში) ეს არის სიბნელის მოძლიერება და საბოლოოდ გამეფების მცდელობა
მეუფე იაკობი - ბევრი ჩამოყალიბებულია, თუ ვინ უნდა იყოს მომავალი პატრიარქი, გარედან არავის ჩავრევთ
უფასო სასადილოებიდან მოპარული ფულის საქმეზე ბრალდებულებს 100 000 და 50 000 ლარის გირაო შეეფარდათ
ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის შედეგად 365 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა და 13 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics