21:58 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 13:21:19, 368 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: ჩემმა ხალხმა ნათლად აირჩია საკუთარი გზა, ღირებულებები და ხედვა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა.

„წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს. მე გადავწყვიტე, რომ ამ პერიოდისათვის მეწოდებინა  გზა  - დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ. 25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ დამოუკიდებლობა აღვადგინეთ. ერთია  - გათავისუფლდე ვიღაცისაგან, მეორეა -  მიაღწიო რეალურ თავისუფლებას, მიაღწიო საზოგადოების თავისუფლებას, ისეთ თავისუფლებას, რომლითაც დღეს აშშ-ში სარგებლობენ, მიუხედავად შიდაპოლიტიკური მღელვარებისა. მას შემდეგ კი რაც საქართველომ მიაღწია დამოუკიდებლობას,  ჩვენი მიზანია  თავისუფალება.

საქართველოსათვის ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს წინაშეა საპარლამენტო არჩევნები, რეგიონში მზარდი საფრთხეები და რთული ვითარება. ჩვენ ვხედავთ საშინელ ტერორისტულ აქტებს პარიზში, ბრიუსელში, თურქეთსა და მსოფლიოს სხვადასხვაქვეყნებში. ვხედავთ თუ რა გამოწვევებია კაცობრიობის  წინაშე. ეს გამოწვევები იმ სახელმწიფოების წინაშეცაა, რომლებიც ყველაზე დაცულად ითვლებიან და  გაწევრიანებულნი არიან უსაფრთხოების თვალსაზრისით ძლიერ ალიანსებში. ვართ თუ არა მზად თვალი გავუსწოროთ რეალობას - რომ ნატოსა და მისი სახელმწიფოების უსაფრთხოება ვერ იქნება მიღწეული სხვა სახელმწიფოთა უსაფრთხოების გარეშე, ისეთების როგორიცაა  საქართველო და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები.

ჩემმა ხალხმა ნათლად აირჩია საკუთარი გზა, ღირებულებები და ხედვა, რომელიც ევროატლანტიკურ და ევროპულ პრინციპებს უკავშირდება. ჩვენ ვიყავით ამ ღირებულებების ერთგულები და 25 წლის განმავლობაში, ხელისუფლებამაც და საზოგადოებამაც ბევრი გავაკეთეთ, რათა რეალურად გვეჩვენებინა ევროსტრუქტურებში გაწევრიანებისაკენ საქართველოს შეუქცევადი სწრაფვა. ამ მიმართულებით საქართველოს მნიშვნელოვანი შედეგები აქვს. ამ ეტაპზე, რის გაკეთებასაც ვცდილობთ არის ის, რომ მოვახდინოთ საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია და ჩვენს მეგობრებსა და მოკავშირეებს ვაჩვენოთ, რომ მრავალი საკითხის გადაწყვეტა საქართველოს, ევროპასა და ამერიკას შორის მჭიდრო პარტნიორობასა და თანამშრომლობაშია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტის დეიმონ ვილსონის განცხადებით, ატლანტიკურ საბჭოს ძლიერი ხედვა აქვს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით. „ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს სვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში"-აღნიშნა ვილსონმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics