|
2016-03-30 18:50:16, 372 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ფილიპ ჰამონდის ვიზიტს გაერთიანებული მთავრობის მხრიდან გამოხატულ მკაფიო მხარდაჭერად განვიხილავთ
საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივან ფილიპ ჰამონდის საქართველოში ვიზიტს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ და გაერთიანებული მთავრობის მხრიდან, საქართველოსადმი გამოხატულ მკაფიო მხარდაჭერად განიხილავენ. გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, მედიას ფილიპ ჰამონდთან შეხვედრაზე განხილული ძირითადი საკითხები გააცნო: „მინდა მადლობა გადავუხადო დიდ ბრტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივანს ფილიპ ჰამონდს საქართველოში ვიზიტისთვის. ამ ვიზიტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ და განვიხილავთ გაერთიანებული მთავრობის მხრიდან, ჩვენი ქვეყნისადმი გამოხატულ მკაფიო მხარდაჭერად, სახელმწიფო მდივნის საქართველოში სტუმრობა ახალ იმპულსს შესძენს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. მსურს, მადლობა მოვახსენო გაერთიანებული სამეფოს მთავრობას და პირადად ბატონ ჰამონდს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისათვის. განსაკუთრებით ვაფასებთ დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღიდან გაწეულ უდიდეს თანადგომას, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართელოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესში და დიდ წილად განსაზღვრა საქართველოს ევროპული მომავალი. საქართველო თანმიმდევრულად აგრძელებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, რაც ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ვისაუბრეთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის საქართველოს საკითხის ერთობლივ მომზადებაზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ჯეროვნად არის შეფასებული და აღიარებული. გაერთიანებული სამეფო კვლავაც რჩება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ურყევ მხარდამჭერად. ჩვენ შეხვედრაზე აგრეთვე აღინიშნა ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიის შესახებ, რომელშიც საქართველო 900 სამხედრო მოსამსახურით არის წარმოდგენილი. გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ არჩევანს. ბატონ ჰამონდს გავუზიარე ჩვენი წარმატებები და პროგრესი ამ მიმართულებებში და ხაზი გავუსვი ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციისა და ევროკავშირთან სავიზო დიალოგის დროულად დასრულების მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობაზე, საქართველოში მეტი ბრიტანული ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის სფეროებში არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექივებზე. 2015 წლის მონაცემებით, გაერთიანებული სამეფო სიდიდით მეორე ინვესტორია საქართველოში, რაც მეტყველებს საქართველოს, როგორც გაერთიანებული სამეფოსთვის სანდო პარტნიორის იმიჯზე. უმსხვილესი ბრიტანული კომპანია „ბრითიშ პეტროლიუმი“ უკვე 20 წელია საქართველოში მოღვაწეობს და დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონში დღეს არსებული გამოწვევების გათვალისიწინებით. ვისაუბრეთ უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ჩვენ ერთხმად დავგმეთ ტერორიზმის ნებისმიერი გამოვლინება, რაც სასტიკ დანაშაულს წარმოადგენს კაცობრიობის წინაშე. ხაზგასმით აღვნიშნეთ მსოფლიოში მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელობა“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)