|
2016-03-30 17:50:33, 494 ნახვა
ირაკლი სესიაშვილი ქვორუმის ჩაგდებაზე: „ნაცმოძრაობის“ 60% სხდომას არ ესწრებოდა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯერ თავის რიგებს გადახედოს და მერე აკეთოს განცხადებები. ამ პარტიის 60 % სხდომაზე არ იმყოფებოდა, - ასე გამოეხმაურა ქვორუმის ჩაგდებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის განცხადებას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი. როგორც დეპუტატმა, „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, არასასიამოვნო ფაქტი მოხდა, როდესაც ქვორუმი ვერ შედგა და საკანონმდებლო ორგანოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის ანგარიშის მოსმენა გადაიდო. სესიაშვილი აცხადებს, რომ სუს-ის უფროსის მოსმენა კიდევ გადაიდება, თუმცა მისი მოსმენა ყველა შემთხვევაში მოხდება. მისივე თქმით, ქვორუმის ჩაგდებას თავისი მიზეზი აქვს. „უმრავლესობის დეპუტეტების სხდომაზე არყოფნას თავისი მიზეზი აქვს. ზოგი მივლინებაშია, ზოგი ევროპარლამენტის დეპუტატებს ხვდება. ამიტომ სამწუხარო ფაქტი მოხდა დღეს ქუთაისში, პარლამენტში. ვფიქრობ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯერ თავის რიგებს გადახედოს და მერე აკეთოს განცხადებები. ამ პარტიის 60 % სხდომაზე არ იმყოფებოდა. უფრო კონკრეტულად სხდომას 17 დეპუტატი ესწრებოდა, მაშინ როდესაც 22-ს რეგისტრაცია არ გაუვლია“, - ამბობს სესიაშვილი, რომელიც აქვე აღნიშნავს, რომ გომელაურის მოსმენა აუცილებლად მოხდება, ოღონდ მაშინ, როდესაც გომელაური შეძლებს პარლამენტში მისვლას. „გუშინ ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ არაკომპეტენტურობასთან ერთად ვნახეთ უპატივცემულობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. „ნაცმოძრაობას“ ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების ეშინია. ეშინია იმის, რომ არ იქნება ქვეყანაში დაძაბული ვითარება. ეს არის მათი პოლიტიკური კრახი. გავიხსენოთ მათი მმართველობა, თუნდაქც იგივე ლაფანყურის ოპერაცია... რაც შეეხება ვახტანგ გომელაურის მოსმენას, ეს აუცილებლად მოხდება. მთავარია, რომ ახლა მისი მოსმენა გადავიტანოთ და მას მოვუსმინოთ მაშინ, როდესაც სუს-ის უფროსი საკანონმდებლო ორგანოში მოსვლას შეძლებს. რა თქმა უნდა მისი მოსმენა ყველა შემთხვევაში მოხდება“, - განუცხადა ირაკლი სესიაშვილმა „ექსპრესნიუსს“. ცნობისთვის, პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს სამჯერ ვერ შედგა, შესაბამისად ვახტანგ გომელაურის მოსმენა პარასკევისთვის გადაიდო. ამის გამო სუს-ის უფროსმა საყვედური გამოთქვა და აღნიშნა, რომ 1 აპრილს ქუთაისში ვეღარ ჩავა. საპარლამენტო უმცირესობაში კი განაცხადეს, რომ სუს-ის უფროსის მოადგილის გუშინდელი მოსმენის შემდეგ ხელისუფლება რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, ამიტომ უმრავლესობამ ქვორუმი შეგნებულად ჩააგდო.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)