|
2026-03-02 19:24:05, 1057 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა - მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში - რისი თქმა შეგვიძლია?
სამწუხაროდ, ყველა ჩვენგანი ახალი ამბების მოლოდინში ვართ. რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები? რა ზეგავლენა იქნება საქართველოს ეკონომიკაზე? ვეცდებით მოკლედ შევაჯამოთ ძირითადი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური ფაქტორები. ჩვენი აზრით, დღევანდელი გადასახედიდან, პირველ რიგში მნიშვნელოვანი ტურიზმის სექტორზე ზეგავლენაა. მართალია, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წილი ტურისტულ შემოდინებებში დაახლოებით 21%-ს შეადგენს, თუმცა ასევე გასათვალისწინებელია, რომ გარკვეული ნეგატიური ზეგავლენა სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც შეიძლება იყოს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო თვეებში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში მკვეთრი ზრდა ფიქსირდებოდა, რადგანაც ერთია, როდესაც ზრდის ტემპი ეცემა ან მცირედით უარყოფითი ხდება და მეორეა, როდესაც შემოსავლების მნიშვნელოვან კლებას აქვს ადგილი. იგივე შეიძლება ითქვას სავალუტო ბაზარზე ვალუტის ჯამურ მიწოდებაზეც. გასული წლის მსგავსად, ჩვენი წინასწარი შეფასებით, თებერვალიც სებ-ის მიერ ვალუტის შესყიდვის მიმართულებით ერთ-ერთ რეკორდული თვე იყო, დაახლოებით 420 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 2.9 მილიარდი აშშ დოლარი. მაშინ მცირედით, მაგრამ მაინც რატომ გაუფასურდა ლარი? ჩვენი აზრით ცალსახაა, რომ ამის მიზეზი კონვერტაციებია. ცნობილია, რომ ეს ფაქტორი, ლარის კურსის კუთხით, სავალუტო შემოდინებებზე არანაკლები და ხშირად უფრო მეტი მნიშვნელობისაა. ამასთან, არა მხოლოდ, მაგრამ განსაკუთრებით კონვერტაციებით გამოწვეული ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში, გასული პერიოდის პრაქტიკიდან გამომდინარე, ვფიქრობთ რომ სებ-ის ინტერვენციებს ექნება ადგილი. ამ მხრივ, ასევე არგუმენტია გაზრდილი ნავთობის ფასების გამო მოსალოდნელზე მაღალი ინფლაცია. ამდენად, მთლიანობაში ლარის კურსის კუთხით ჩვენი შეფასება უფრო ნეიტრალურია. ეკონომიკის ზრდას რაც შეეხება, ვფიქრობთ, რომ ეფექტი ზომიერად, მაგრამ ნეგატიური იქნება, თავისთავად, სენტიმენტების გათვალისწინებით. ამასთან, ბუნებრივია მოვლენათა განვითარებას გააჩნია, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ შარშან ისრაელის მოქალაქეებმა ჩვენთან უფრო მეტი ბინა შეიძინეს, ვიდრე რუსეთის მოქალაქეებმა. ისევე, როგორც უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენა მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოიკვეთა. პრაქტიკული თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვანია მიმდინარე მოვლენების ფონზე საერთაშორისო მასშტაბით აშშ დოლარის ქცევა. კერძოდ, თიბისი კაპიტალის დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურის სტრატეგიის ფარგლებში. ისტორიულად, აშშ დოლარის, როგორც უსაფრთხო აქტივის სტატუსი დოლარში სესხების საწინააღმდეგო არგუმენტს წარმოადგენდა, რადგანაც მსოფლიო კრიზისებისას ერთდროულად გაყიდვების შემცირება და ვალის ზრდა მაქსიმალურად უნდა იქნას თავიდან აცილებული. ამ მხრივ, დაახლოებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვითარება გარკვეულწილად მაინც შეიცვალა. იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007406-macro-update-georgia
2014 წლის შემდეგ პირველად, რუსები პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე საკუთარი დროშით გამოვიდნენ
ჟურნალისტებს, რომლებიც აქციას აშუქებდნენ, რეჟიმის შსს გზის გადაკეტვას ედავება
ფიშერი - სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობამ საქმე აქამდე მიიყვანა
შვედეთის საგარეო - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს თავისი ავტორიტარული კურსი
|
რედაქტორის რჩევით
ტრამპს ირანის წინააღმდეგ ქურთების გამოყენება სურს - დაიწყება თუ არა რეგიონში ქაოსი
„ისტორიული განაჩენი“. ირანის ლიდერი ნათესავებთან ერთად საკუთარ რეზიდენციაში ისრაელის საჰაერო ძალების 30 ბომბის შედეგად დაიღუპა
ომი უკრაინაში
უკრაინული დრონები სარატოვში სამიზნეებს ესხმიან თავს
ზელენსკი: რუსეთს 2027 წლისთვის ოდესასა და დნეპრის დაკავება სურს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)