10:11 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-30 15:21:24, 341 ნახვა

უნგრეთის ვიცე-პრემიერი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმი მოკლე დროში ამოქმედდეს

უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უნგრეთის ვიცე-პრემიერს ჟოლტ შემიენს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე  კიდევ ერთხელ გამოიხატა უნგრეთის მხარდაჭერა  საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. უნგრეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ბუდაპეშტი მიმართავს მაქსიმალურ ძალისხმევას იმისათვის, რომ საქართველოსთან სავიზო  ლიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდეს და ქვეყანამ უახლოეს თვეებში მიიღოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.

ჟოლტ შემიენმა შეხვედრაზე ასევე ხაზი გაუსვა ბუდაპეშტის მხარდაჭერას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით და აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი. მან კიდევ ერთხელ გააჟღერა უნგრეთის პოზიცია, რომელიც ნატო-ს გაფართოებას ემხრობა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა უნგრულ მხარეს, როგორც საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის, ასევე იმ წარმატებული პარტნიორობისთვის რაც ქვეყნებს შორის სექტორულ სფეროში თანამშრომლობით გამოიხატება.

განსაკუთრებით ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველო უნგრეთს ევროპულ სივრცეში ერთერთ მთავარ პარტნიორად განიხილავს, ისევე როგორც უნგრეთისთვის საქართველო მნიშვნელოვანი დასაყრდენია რეგიონში სვაჭრო-ეკონომიკური საქმიანობის მიმართულებით.

მიხეილ ჯანელიძე ჟოლტ შემიენს ესაუბრა საქართველოში მიმდინარე, ევროპული დღის წესრიგით გათვალიწინებულ რეფორმებზე, როგორც პოლიტიკური, ასევე ინსტიტუციური და ეკონომიკური მიმართულებით. მისი განცხადებით ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმება და მასთან ერთად თავისუფალი სვაჭრო სივრცის რეჟიმი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, მათ შორის, უნგრეთთან ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას.  მან ასევე ისაუბრა საქართველოს ჩართულობაზე ენერგეტიკულ პროექტებში, რაც მნიშვნელოვანია ევროპაში ენერგო წყაროების დივერსიფიკაციისთვის.   ყურადღება გამახვილდა  საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც ხელს უწყობს  სამხრეთ სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას.

მიხელ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა უნგრულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ვიცე-პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics