|
2016-03-30 14:49:32, 1254 ნახვა
მსოფლიო
EguptAir-ის ლაინერის გამტაცებელს 8 დღიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა
კვიპროსის სასამართლომ EguptAir-ის კუთვნილი სამგზავრო ლაინერის გამტაცებელ საიფ მუსტაფას 8დღიანი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მას სავარაუდოდ, გატაცების და კიდევ რამდენიმე მუხლით ელის გასამართლება. აღსანიშნავია, რომ დაკავებულს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა სამარტალდამცველების ინფორმაციით მას შესაძლოა ფსიქიკური აშლილობა ჰქონდეს და აცხადებენ, რომ ჩადენილი დანაშაული ტერორისტული აქტი არ იყო. საიფ ელდინ მუსტაფამ გუშინ ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიიდან კაიროში მიმავალი თვითმფრინავი გაიტაცა და პილოტი აიძულა ლაინერი კვიპროსის ქალაქ ლარნაკას აეროპორტში დაესვა. გავრცელებული ცნობით, ის ასაფეთქებელი მოწყობილობის გააქტიურებით იმუქრებოდა. თუმცა, მოვიანებით აღმოჩნდა, რომ "შაჰიდის ქამარი" ყალბი იყო. ლარნაკას აეროპორტში დაფრენის შემდეგ იგი ეტაპობრივად ათავისუფლებდა ბორტზე მყოფ მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს. ბოლოს კი თავად გამტაცებელი პოლიციამ დააკავა. იგი თავის ყოფილ ცოლთან შეხვედრას ითხოვდა, რომელიც კვიპროსში ცხოვრობს.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)