21:22 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-30 13:50:33, 358 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: არჩევნები არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა როგორც წინაპირობა ვიზალიბერალიზაციის პროცესზე

 „ევროპის სახლახო პარტიის“ პრეიდენტის განცხადებები ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პერსონალური მოსაზრებებია და არ ასახავს ევროპარლამენტის განწყობებს, -  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ევროპარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრებთან შეხვედრის  შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვიზალიბერალიზაციის პროცესი გეგმის მიხედვით მიდის. მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციაზე მომავალი არჩევნები არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა დამოკიდებული.

„ვიზალიბერალიზაციი პროცესი გეგმის მიხედვით მიდის, საბოლოო თარიღები არც ევროპაში იციან და არც საქართველოში. არც ერთ პოლიტიკურ ძალას, ქვეყნის შიგნით იქნება, თუ ევროპულ ასპარეზზე, არ ექნება საშუალება, ევროპული სისტემის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. მომავალი არჩევნები არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა როგორც წინაპირობა ვიზალიბერალიზაციის პროცესზე.

საქართველოს ჰქონდა კონკრეტული ვალდებულებები და ეს შესრულებულია ბოლომდე, ძალიან მაღალ დონეზე. დამატებითი ვალებულებები მოსალოდნელი არ არის. მაშინ ეს იქნება ევროკავშირის მიერ დადებული პირობის დარღვევა. ასეთი წინაპირობა ამ პროცესს არ ახლდა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics