14:13 - 23 Feb, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-23 12:41:37, 217 ნახვა

ეკონომიკა
Galt & Tagart-ის კვირის მიმოხილვა - 2026 წელი სავალუტო შემოდინებების პოზიტიური დინამიკით დაიწყო

გასულ კვირაში გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები აჩვენებს, რომ მიმდინარე წელი საკმაოდ კარგი სავალუტო შემოდინებებით დაიწყო, რაც ლარის გაცვლით  კურსზე და ეკონომიკურ აქტივობაზე დადებით გავლენას ახდენს.

ფულადი გზავნილები: პოზიტიური დინამიკა იანვარში

2026 წლის იანვარში ფულადი გზავნილები წლიურად 16.6%-ით გაიზარდა და $282.6 მლნ  შეადგინა. ზრდა დაფიქსირდა ყველა ძირითადი დონორი ქვეყნიდან. გალტ & თაგარტის პროგნოზით, 2026 წელს ფულადი გზავნილები $3.8 მლრდ-ს მიაღწევს, რაც $200 მლნ-ით ზრდაა 2025 წლის ფაქტიურ მაჩვენებელთან შედარებით.

საგარეო ვაჭრობა: 2026 წელი ექსპორტის მაღალი ზრდით დაიწყო

2026 წლის იანვარში ექსპორტის მკვეთრი ზრდის და იმპორტი შემცირების შედეგად, სავაჭრო დეფიციტი საგრძნობლად შემცირდა. იანვარში, ექსპორტმა $480 მლნ შეადგინა, იმპორტმა – $1.1 მლრდ, ხოლო სავაჭრო დეფიციტი $649 მლნ იყო. ამასთან, ექსპორტის გეოგრაფიულ სტრუქტურაში აღსანიშნავია ევროკავშირის მიმართულება, რომელზეც ექსპორტის 16.1% მოდიოდა და სადაც ექსპორტი წლიურად 45.4%-ით გაიზარდა. დსთ-ის ქვეყნებზე ექსპორტის 46.7% მოდიოდა, თუმცა ამ მიმართულებით 13.4%-იანი წლიური კლება აღინიშნა. სხვა ქვეყნებში ექსპორტმა მთლიანი მოცულობის 37.2% შეადგინა, რაც წლიურად თითქმის გაორმაგებულ დონეს წარმოადგენს.

 

უმუშევრობა: 2025 წელს უმუშევრობა 13.9%-ზე შენარჩუნდა

2025 წლის მე-4 კვარტალში უმუშევრობის დონე წლიურად 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.3% შეადგინა. შედეგად, 2025 წელს უმუშევრობის დონემ 13.9% შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით უცვლელია.

ფულადი ბაზარი: ძლიერი მოთხოვნა ნარჩუნდება

2026 წლის 17 თებერვალს ფინანსთა სამინისტრომ გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდების ერთი აუქციონი ჩაატარა. მოთხოვნა შეთავაზებას 4.4-ჯერ აღემატებოდა, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 0.252 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

გალტ & თაგარტის კვირის ეკონომიკურ მიმოხილვას სრულად გაეცანით აქ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პრემიერი დარწმუნებულია, რომ 2-ჯერ მეტ საშემოსავლო გადასახადს როცა იხდის მოქალაქე ბიუჯეტში ამიტომ სიღარიბე მცირდება
კობახიძე - ევროკომისიას მივაწოდეთ სრული ინფორმაცია ყულევთან დაკავშირებით და ეს ინფორმაცია ადასტურებს იმას, რომ ყულევში არ ირღვევა სანქციების რეჟიმი
საქართველოში დაბადებულ რუს რეპერს, გიო პიკას, ლიეტუვაში შესვლა აუკრძალეს
კობახიძის თქმით, განისაზღვრა ის სფეროები, სადაც დასაშვებია უცხოელების დასაქმება და სადაც არ არის ეს მიზანშეწონილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი