|
2026-02-12 21:42:10, 1061 ნახვა
პოლიტიკა
Kyiv Independent: უკრაინამ რუსულ ნავთობის ქარხანაზე იერიში რეკორდულ მანძილზე მიიტანა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში (СБУ) არსებულმა წყარომ Kyiv Independent-სგანუცხადა, რომ უკრაინამ მოქმედების შორი რადიუსის მქონე დრონებით რუსეთის კომის ოლქში მდებარე უხტის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1 750 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, იერიში მიიტანა. წყაროს ინფორმაციით, ეს იერიში უკრაინული დრონებისთვის ახალი რეკორდია. მისი თქმით, დრონებს მართავდა СБУ-ის სპეციალური ოპერაციების ცენტრი ალფა მართავდა. წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ იერიშის შემდეგ ობიექტზე ხანძარი და ძლიერი კვამლი დაფიქსირდა. პირველადი ინფორმაციით, ქარხანაში რანდემინე საკვანძო დანადგარი დაზიანდა. უხტის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ნავთობკომპანია ლუკოილის საკუთრებაა და წლიურად დაახლოებით 4.2 მილიონ ტონა ნავთობს აწარმოებს. წყაროს თქმით, საწარმო საწვავს აწვდის რუსეთის შეიარაღებულ ძალებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)