|
2026-02-12 14:29:14, 2514 ნახვა
ეკონომიკა
ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა - ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი თიბისი ბარათით, რომელიც 1 წლის წინ, მომხმარებელთა ყოველდღიურობის გასამარტივებლად შეიქმნა, უკვე 1 მილიონი მომხმარებელი სარგებლობს, რაც მას საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გამოყენებად ყოველდღიურ საბანკო ბარათად აქცევს. მომხმარებლებისთვის ბარათის მთავარი უპირატესობები- მოქნილი ციფრული გამოცდილება, პროდუქტის მარტივი გამოყენებადობა და მომენტალური ქეშბექია, რაც ყოველდღიური ბანკინგის ახალ სტანდარტად იქცა. „ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც მომხმარებლის რეალურ საჭიროებებს მოერგებოდა და ყოველდღიურობას გაუმარტივებდა. ერთ წელიწადში მილიონმა მომხმარებელმაც ნათლად დაგვანახა, რომ ადამიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რეალური სარგებელია- მარტივი, გამჭვირვალე და კომფორტული ციფრული გამოცდილებით “, - ეკა სანაძე, თიბისის საბარათე ბიზნესის ხელმძღვანელი. რეალური დანაზოგი, რომელიც დროთა განმავლობაში გროვდება მომხმარებელთა ეს რიცხვი ასევე ნიშნავს, რომ 1 მილიონზე მეტი ადამიანი აქტიურად არის ჩართული თიბისის ერთგულების პროგრამაში - სისტემაში, რომელიც დაფუძნებულია ყოველდღიურ გადახდებზე და რეალურ, ხელშესახებ დანაზოგზე. ახალი თიბისი ბარათის მომხმარებლები ყოველდღიურად აგროვებენ თანხას - ბარათით ყოველი გადახდის, შერჩეულ კატეგორიებში მეტის დაგროვებისა თუ მათზე მორგებული მუდმივად მრავალფეროვანი შეთავაზებების საშუალებით. ბარათის უპირატესობები ასევე მოიცავს:
რაც ყველაზე მთავარია, ახალი თიბისი ბარათი არის სრულიად უფასო თიბისი ბარათის აღება 25 წამში, მობაილბანკიდან არის შესაძლებელი, გამოყენება კი მომენტალურად, ციფრულ საფულეში დამატებისთანავე. ახალი თიბისი ბარათის გაუმჯობესებული პირობებით სარგებლობა - სამმაგი დაგროვება, სამოგზაურო უპირატესობები და სხვა, თიბისის კონცეპტ და კონცეპტ 360 ბარათებითაა შესაძლებელი.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)