02:28 - 12 Feb, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-11 14:33:13, 296 ნახვა

პოლიტიკა
გალუსტაშვილმა გზის მეორედ გადაკეტვისთვის დაკავებული ზურა მენთეშაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურა მენთეშაშვილის პროცესი გაიმართა. აქციების მონაწილე კვლავ პატიმრობაში დატოვეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.

"გზის გადაკეტვის" გამო დაკავებული ზურაბ მენთეშაშვილის პროკურატურამ ბრალდება 3 ნოემბერს წარუდგინა. 

მენთეშაშვილს პროკურატურამ ბრალდება შეკრების ჩატარების წესის დარღვევისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირევლი ნაწილით წარუდგინა, რაც 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებით, გზის ხელოვნურად გადაკეტვის გამო ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირი, 31 ოქტომბერს, იმყოფებოდა თბილისში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, რა დროსაც მას სახე ჰქონდა დაფარული და ხელოვნურად კეტავდა საავტომობილო გზას მაშინ, როდესაც ხალხის მცირე რაოდენობის გამო არ არსებობდა აღნიშნულის აუცილებლობა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 1 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, 31 ოქტომბრის საღამოს რუსთაველის გამზირიდან მანქანით მიმავალი მენთეშაშვილი პოლიციამ გამზირზევე დააკავა.

1-ელ ნოემბერს შსს-მ განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირის განმეორებით გადაკეტყვის გამო, მენთეშაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდა
რუსეთ-უკრაინის ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბაჩო ბულისკირია ემსხვერპლა
კალაძე - 2008 წელს ბერლუსკონიმ პუტინს ჩემი თანდასწრებით დაურეკა, მალევე ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას.
სასამართლომ გიგი ავალიანის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი