02:30 - 12 Feb, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-11 13:01:18, 304 ნახვა

ეკონომიკა
238 380 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლება

საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 380 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 8.00%-ზე უცვლელი დატოვა. შესაბამისად, 238 380 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლება. - იუწყება ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

238 380 ხელშეკრულებიდან, რაოდენობრივად უმეტესი ნაწილი იპოთეკური და სამომხმარებლო სესხებია - 190 420 (80%) 44910 ხელშეკრულება (19%) მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხებია და დიდ ბიზნესზე ჯამური ხელშეკრულებების 0.90 %-ია გაფორმებული.   

ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 19.201 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. იპოთეკური სესხების მოცულობა 5.828 მლრდ. ლარს შეადგენს და სამომხმარებლო სესხებზე 3.644 მლრდ. ლარი არის გაცემული.  მცირე და საშუალო ბიზნესზე ყველაზე დიდი მოცულობის სესხია გაცემული (6.254 მლრდ ლარი), ხოლო დიდ ბიზნესზე 3.415 მლრდ. ლარი.  

ლარში გაცემული და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხის საშუალო მოცულობა 66 980 ლარს, სამომხმარებლო სესხის 35 200 ლარს, მცირე და საშუალო ბიზნესზე 139 000-ს და დიდ ბიზნესზე გაცემული სესხის მოცულობა 1 707 500 ლარს შეადგენს.

ინფლაციამ იანვარში 4.8% შეადგინა. ეს ძირითადად გამოწვეულია სურსათზე თითქმის 11%-იანი ფასების ზრდით. ამ ფონზე, მოსალოდნელი იყო, რომ ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებდა, თუმცა რეგულატორი ფიქრობს, რომ ფასების შემდგომი ზრდა ნაკლებად მოსალოდნელია. შიდა და საგარეო რისკების გათვალისწინებით ამ ეტაპზე ვერც რეფინანსირების განაკვეთის შემცირება მოხერხდა. ეროვნული ბანკი ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას აგრძელებს. ის არ ამკაცრებს პოლიტიკას, რადგან მიიჩნევს, რომ ინფლაციის ძირითადი ნაწილი მის კონტროლს მიღმაა (სურსათი) და ფუნდამენტური ინფლაცია (საბაზო) კონტროლს ექვემდებარება. თუმცა, თუ მაღალი საერთო ინფლაცია გახანგრძლივდა, ეს მიდგომა შეიძლება სარისკო აღმოჩნდეს და საბოლოოდ მაინც მოითხოვოს გამკაცრება, რისი მზაობაც რეგულატორმა დააფიქსირა.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდა
რუსეთ-უკრაინის ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბაჩო ბულისკირია ემსხვერპლა
კალაძე - 2008 წელს ბერლუსკონიმ პუტინს ჩემი თანდასწრებით დაურეკა, მალევე ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას.
სასამართლომ გიგი ავალიანის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი