|
2026-02-11 12:23:35, 741 ნახვა
პოლიტიკა
2022 წელს ცეცხლსასროლი იარაღით 1 პირი მოკლა - ბრალდებულს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საგარეჯოს რაიონში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 13 თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. "სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 21 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა." - ნათქვამია უწყების განცხადებაში. სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 14 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)