02:37 - 10 Feb, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-09 16:41:04, 221 ნახვა

პოლიტიკა
ხვალ საქალაქოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინასასამართლო სხდომა გაიმართება

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის, არჩილ ჭავჭანიძის განცხადებით, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართება.

როგორც მან აღნიშნა, პროკურატურის მიერ წარმოდგენილ 42 ტომში ვერ მოიძებნა ერთი ირიბი მტკიცებულებაც კი, რომელიც დაადასტურებს ბრალად წაყენებული ქმედების განხორციელებას, რომ თითქოსდა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მოქალაქეებს მოუწოდებდნენ რევოლუციისკენ, საქართველოს პარლამენტის პიკეტირებისკენ, ან სხვა ძალადობრივი ქმედებისკენ.

„საბოტაჟის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული საქმე განიხილოს თუ არა სასამართლომ არსებითად. რა თქმა უნდა, პროკურატურის მიერ წარმოდგენილ 42 ტომში ვერ მოიძებნა ერთი ირიბი მტკიცებულებაც კი, რომელიც დაადასტურებს ბრალად წაყენებული ქმედების განხორციელებას, რომ თითქოსდა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მოქალაქეებს მოუწოდებდნენ რევოლუციისკენ, საქართველოს პარლამენტის პიკეტირებისკენ, ან სხვა ძალადობრივი ქმედებისკენ. აღნიშნული არის ფორმულირებული ბრალდებაში, თუმცა პროკურატურის მიერ ერთი მტკიცებულებაც კი არ ადასტურებს იმას, რომ აღნიშნულ ქმედებას ახორციელებდნენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შესაბამისად, არ არსებობს არავითარი სამართლებრივი საფუძველი სასამართლოში აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის განხილვის, მით უფრო სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების. სწორედ ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ საქმეს საერთოდ არანაირი კავშირი არ გააჩნია სამართალთან, ეს არის პოლიტიკური დევნა, რომელიც გრძელდება პოლიტიკური პარტიის ლიდერებზე“,- განაცხადა ჭავჭანიძემ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და მათ აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ-მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კაია კალასმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის დაცინვას და სტვენას ევროპული სიამაყე უწოდა — Politico
რუსეთში უკრაინის მოქალაქე ე.წ. უცხოელი აგენტების ვიდეოების მოწონებისთვის დააჯარიმეს
სომხეთმა შეერთებული შტატებისგან V-BAT დრონები შეიძინა
აშშ-სომხეთმა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შეთანხმება გააფორმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი