|
2026-02-09 16:03:26, 276 ნახვა
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი: უნგრეთი საქართველოს ძალიან მტკიცე და ხმამაღალი მხარდამჭერია
ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ღონისძიებაში საქართველოს მიწვევა წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქვეყნის გამოწვევებისა და ხედვების გასაჟღერებლად, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გლობალურ და რეგიონულ დონეზე უსაფრთხოების და მშვიდობის საკითხები სულ უფრო აქტუალური ხდება. „ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი შესაძლებლობაა, როდესაც საქართველო არის მოწვეული ამ ფორმატში და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა სწორედ საქართველოს გამოწვევებზე, საქართველოს ხედვებზე ვისაუბროთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს მსოფლიოში მშვიდობისთვის ბრძოლა და მშვიდობის დაცვა, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ამ ღონისძიებაში მივიღოთ მონაწილეობა და მექნება შესაძლებლობა, რომ განვიხილოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები." - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უნგრეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია, განსაკუთრებით ევროპული ინტეგრაციის პროცესში და ევროკავშირთან ურთიერთობების კონტექსტში. „უნგრეთი არის საქართველოს ძალიან მტკიცე და ხმამაღალი მხარდამჭერი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკითხი ეხება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან, ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ განვიხილოთ ყველა ის გამოწვევა თუ მნიშვნელოვანი საკითხი, რაც დგას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, ასევე ის თემები, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ორგანიზაციებში პოზიციონირებას. ამ შემთხვევაშიც, უნგრეთის მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით წარიმართება. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები ყველა მიმართულებით." - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა
კაია კალასმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის დაცინვას და სტვენას ევროპული სიამაყე უწოდა — Politico
რუსეთში უკრაინის მოქალაქე ე.წ. უცხოელი აგენტების ვიდეოების მოწონებისთვის დააჯარიმეს
სომხეთმა შეერთებული შტატებისგან V-BAT დრონები შეიძინა
აშშ-სომხეთმა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შეთანხმება გააფორმეს
|
რედაქტორის რჩევით
ფარიკაობის მსიფლიო ჩემპიონატები საქართველოში უსმანოვის მოთხოვნით გაიმართა, იმისთვის რომ რუსებს პრობლემები არ შექმნოდათ
ივანიშვილის არალეგიტიმური ბანდა აპირებს ციხის მუქარით თავის უსუსურ ლეგიტიმიზაციას
ომი უკრაინაში
ორბანმა უკრაინა უნგრეთის მტრად მოიხსენია
უკრაინის შეიარაღებული ძალები: Starlink-ის გათიშვამ ფრონტზე სიტუაცია შეცვალა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
თსუ და სტუ აღარ გაერთიანდება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)