|
2016-03-29 18:21:36, 896 ნახვა
სამხედრო
მუხროვანში ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება დასრულდა
მუხროვანის სამხედრო ბაზაზე ერთობლივი, ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნების დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიალს საქართვლოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა. „პირველ რიგში, მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს მხარდაჭერისთვის. ყველა ასეთი სწავლება უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და შესაძლებლობას გვაძლევს, რომ უფრო თამამები ვიყოთ ნებისმიერი გამოწვევის წინაშე. ჩვენ გვჭირდება კარგად გაწვრთნილი, მობილური, საკუთარ თავში დარწმუნებული შეიარაღებული ძალები და ყოველი ასეთი სწავლება, სწორედ, ამ შესაძლებლობას იძლევა. ბიჭებს მინდა მადლობა ვუთხრა, რა თქმა უნდა, ენთუზიაზმისთვის, მინდა, მეთაურს მივულოცო ამ კურსის წარმატებით დასრულება და ვისურვო, რომ სულ უფრო მეტი მსგავსი შესაძლებლობა ჰქონოდეთ ჩვენს სამხედროებს“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა. ერთთვიან სამხედრო სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის ასეული მონაწილეობდა. ქართველი სამხედროები ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მცირე ქვედანაყოფის ტაქტიკაში, საცეცხლე და სამედიცინო მომზადებაში, ასევე, დასახლებულ პუნქტში ბრძოლის ელემენტების შესრულებაში ვარჯიშობდნენ. წვრთნების დასრულების ცერემონიალს ამერიკის სამხედრო ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი დაესწრო. ერთობლივი წვრთნების დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე სამხედროებს მადლობის სიგელები გადაეცათ.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)